ნატურალური ნიღაბი სახის კანის გასაახალგაზრდავებლად! ის ყველასთვის მისაწვდომია…

664
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

გამხმარი ზღვის წყალმცენარეები საუკეთესო საშუალებაა კანის გაახალგაზრდავებისთვის. ის შეიცავს: იოდს, ქოლინს, კალიუმს, რკინას, ვიტამინი E-ს.

იოდი კანს ცხიმს აშორებს და ელასტიკურს ხდის. ქოლინი კი აქრობს კანის პრობლემებსა და შავ წერტილებს. კალიუმი სახის კანს არბილებს. რკინა კი არეგულირებს სისხლის მოძრაობას, რაც თავის მხრივ კანის ჯანსაღ ფერს უზრუნველყოფს. ვიტამინი E ამცირებს ნაოჭებს.

ზუსტად ამ შემადგენელი ნივთიერებების წყალობით გამხმარი ზღვის წყალმცენარეების ნიღაბი დაგეხმარებათ სახის კანის გაუმჯობესებაში.

დარწმუნდით, ზემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელიმე ნივთიერებაზე ალერგია არ გქონდეთ.

ინგრედიენტები:

• ზღვის წყალმცენარეების ფხვნილი ( იყიდება აფთიაქებში)

• თბილის წყალი

• ლიმონის წვენი

• ვიტამინი A

მომზადება:

1. 2-3 ჩ/კ წყალმცენარეების ფხვნილი გახსენით თბილ წყალში. 10 წუთი დატოვეთ.

2. წაისვით მიღებული მასა. ეს უკანასკნელი აუცილებლად სქელი უნდა იყოს.

3. თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ, რეკომენდებულია ნიღაბს რამდენიმე ლიმონის წვენის წვეთი დაუმატეთ. მშრალ კანზე კი ვიტამინ A-ს ზეთის 3 წვეთი დაამატეთ.

4. ნიღაბი სახის კანზე 20-25 წუთით უნდა გაიჩეროთ.

ნიღაბი დაძინებამდე გაიკეთეთ. ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ურიგო არ იქნება, სახეზე მასაჟსაც თუ გაიკეთებთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia