ეს ნიგვზის მჭადის რეცეპტი ჩვეულებრივ კერძებს სამუდამოდ დაგავიწყებთ

9329
საჭირო ინგრედიენტები
  • 500 გრამი სიმინდის ფქვილი
  • 1 ჭიქა გატარებული ნიგოზი
  • 1 სუფრის კოვზი საფუარი
  • 4 კბილი ნიორი
  • 3 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
  • 2 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
  • 3 ჩაის კოვზიყვითელი ყვავილი
  • მარილი, წითელი ცხარე წიწაკა და პილპილი
მომზადების კულინარიული ინსტრუქცია:

გაცერით სიმინდის ფქვილი და დაუამატეთ საფუარი და უცხო სუნელი, ასევე ამ ნაზავს ჩაამატეთ ხმელი ქინძი და ყვითელი ყვავილი, ასევე წიწაკა, მარილი, გატარებული ნიგოზი და ნიორი. როდესაც ამ ყველაფერს ერთად მოათავსებთ, დაასხით თბილი წყალი და შემდეგ მოზილეთ ცომი. მოზელილი ცომისგან გამოყავით სასურველი ზომის მჭადის ფორმები და დაალაგეთ ტაფაზე შესაწვავათ ზეთში. კარგად დაბრაწეთ ორივე მხრიდან და გემრიელად მიირთვით.

Facebook კომენტარები