ჩაის პაკეტის ყოველი გამოყენების შემდეგ, მათ, ალბათ, ნაგავში ყრით. მაგრამ ასე აღარ მოიქცეთ!
ჩაის გამოყენებული პაკეტები ბევრ რამეში გამოგადგებათ, განაგრძეთ კითხვა და ყველაფერს შეიტყობთ.
გააქრობს უსიამოვნო სუნს
მაცივარში გამოყენებული ჩაის პაკეტების დაწყობით, იქიდან უსიამოვნო სუნს გააქრობთ. ასევე, გამოყენებული და მშრალი პაკეტების ნაგვის ურნებზე დალაგებით, ოთახებში ცუდი სუნი გაქრება.
ხელებიდან პროდუქტების მძაფრ სუნს აშორებს
მხოლოდ წყლით და საპნით თევზის, ნივრისა და ხახვის სუნი არ ქრება. გაიხეხეთ ხელები გამოყენებული ჩაის პაკეტებით. გარდა ამისა, ის კანსაც დაგირბილებთ.
დამამშვიდებელი და დაბერების საწინააღმდეგო აბაზანა
თბილი წყლით სავსე აბაზანაში ჩაის გამოყენებული პაკეტები მოათავსეთ და ისიამოვნეთ მდიდრული აბაზანით. ამის შემდეგ, კანი დარბილდება და ბრწყინვალებას შეიძენს. გვირილის ჩაის აბაზანა საუკეთესოა სტრესისგან გასათავისუფლებლად.
პირის ღრუდან აქრობს ბაქტერიებს
ალკოჰოლზე დამზადებული პირის ღრუს გამოსარეცხი სითხეები მწარეა და პირის ღრუს გამოშრობას იწვევს. ჩაის გამოყენებული პაკეტი მოათავსეთ ცხელ წყალში და დააცადეთ, სანამ ოთახის ტემპერატურამდე არ გაცივდება. ეს ნაყენი პირიდან უსიამოვნო სუნს გააქრობს. მწვანე ან პიტნის ჩაი, ამ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალია.
კვებავს უსიცოცხლო თმას
ჩაის პაკეტებს ცხელი წყალი დაასხით. დაელოდეთ, სანამ ოთახის ტემპერატურამდე არ გაცივდება. დაიბანეთ თავი შამპუნით. წყლით ჩამორეცხვის შემდეგ, თმაზე ნაყენი გადაივლეთ. თავზე მასაჟი გაიკეთეთ და შემდეგ, პირსახოცით გაიშრეთ.
აქრობს ფეხებიდან უსიამოვნო სუნს და არბილებს მათ
პატარა ტაშტში ჩაასხით ცხელი წყალი და ჩაის გამოყენებული პაკეტები მასში მოათავსეთ; როდესაც წყალი ნელ-თბილი იქნება, ფეხები ჩაყავით. წყლის გაციების შემდეგ, პაკეტებით ფეხები გაიხეხეთ. ფეხის უსიამოვნო სუნის გასაქრობად, გამოიყენეთ მწვანე ჩაი, რადგან მის შემცველ ინგრედიენტებს ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს.
აქრობს შავ წრეებს თვალების ქვეშ
გამოყენებული ჩაის პაკეტები შეაწყეთ მაცივარში. რამდენიმე წუთის შემდეგ, ისინი თვალებზე დაიწყეთ. შესამჩნევი შედეგის მისაღებად, პაკეტები მხოლოდ 15 წუთის შემდეგ მოიშორეთ.
ამცირებს კანზე სილურჯეებს
მაცივარში, ცოტა ხნით, შეაწყვეთ შავი ჩაის პაკეტები. რამდენიმე წუთის განმავლობაში, ისინი კანზე დაიდეთ. მასში შემავალი ტანინები კუმშავს სისხლძარღვებს და ჩალურჯებას მაქსიმალურად ამცირებს.
გაწმინდეთ მინა და სარკეები
ნესტიანი ჩაის პაკეტებით გაწმინდეთ სარკე. ჩაის სტრუქტურა იოლად მოაშორებს ცხიმსა და ჭუჭყს, მინის ზედაპირს კი ბრწყინვალებას მიანიჭებს, განსაკუთრებით, თუ გაწმენდის შემდეგ, მას მშრალი ტილოთი გაწმენდთ.
მოამზადეთ უფრო ძლიერი ჩაი
თუ გსურთ, ძლიერი ჩაი მიირთვათ, ფინჯანში ცხელ წყალთან ერთად, ახალი და გამოყენებული პაკეტი მოათავსეთ. ასე, სითხეს უფრო ძლიერი გემო ექნება. კარგი იქნება, თუ სხვადასხვა არომატის ჩაის ერთმანეთს შეურევთ.