მათ ვისაც მხედველობის პრობლემა აწუხებს, ეს 8 მარტივი რჩევა აუცილებლად გამოადგება!

4391
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

მათ ვისაც მხედველობის პრობლემა აწუხებს, ეს 8 მარტივი რჩევა აუცილებლად გამოადგება!

 

მხედველობის პრობლემა- თანამედროვე თაობის უბედურება. თუ თქვენს დროს მონიტორთან დიდხანს ატარებთ, ჯობს თქვენი თვალების სიჯანსაღეზე ზრუნვა ახლავე დაიწყოთ, რადგან ასაკის მატებასთან ერთად მხედველობის დიდი ნაწილი არ დაკარგოთ.
ეს რჩევები იმ შემთხვევაშიც გამოგადგებათ, თუ სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს ხმარობთ. მიაქციეთ ყურადღება მთავარ რჩევას: უფრო ხშირად ახამხამეთ თვალები კომპიუტერთან ჯდომის დროს, რათა დაასველოთ სკლერა. ზუსტად სკლერის გამოშრობა იწვევს თვალის მრავალ დაავადებას.

მიყევით ამ რჩევებს და რეზულტატს მალე შეამჩნევთ: ზოგიერთ ადამიანს თავის ტკივილებიც უქრება, როცა თვალებს დასვენების „ უფლებას აძლევს“.

როგორ გავიუმჯობესოთ მხედველობა:

1) თვალების დასვენება
ეცადეთ , მიეჩვიოთ თვალების ცოტა ხნით დახუჭვას დღის განმავლობაში. ყოველ საათში, 2 წუთით დახუჭეთ თვალები, რათა დაასვენოთ ისინი და მოახდინოთ მხედველობის რეგენერაცია. ეს ნერვული სისტემის დაწყნარებაშიც დაგეხმარებათ.

2) თუ სათვალეს ატარებთ
იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ მხედველობის პრობლემა და ხმარობთ სათვალეს ან ლინზებს, არ არის აუცილებელი მთელი დღე ატაროთ ისინი. პირიქით, ეცადეთ დღის განმავლობაში ნახევარი საათით მოიხსნათ ხოლმე. მეცნიერები დღემდე ვერ მივიდნენ ერთ აზრამდე – აუცილებელია თუ არა სათვალის მოხმარება, რადგან როცა ადამიანი მის რეგულარულად ტარებას იწყებს, მხედველობა მცირდება.

3) თვალების მასაჟი
ეცადეთ დღეში ერთხელ თვალებზე მასაჟი გაიკეთოთ. მასაჟის წყალობით თვალებში უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და მხედველობა უფრო მკვეთრი ხდება.

4) რეგულარული შესვენებები
არ გადაღალოთ თვალები, ეცადეთ ყოველ 20 წუთში მზერა სამუშაო ადგილიდან სხვადასხვა ადგილას გადაიტანოთ, ეს სავარჯიშო ახლომხედველებს გამოადგებათ.

5) სავარჯიშო მხედველობისთვის
შეასრულეთ ეს მარტივი სავარჯიშოები დღეში ერთხელ ან ორჯერ: ამოძრავეთ თვალები ისრის მიმართულებით. თვალის კუნთების გასამკვირვებლად, ეს შესანიშნავი სავარჯიშოა.

6) თბილი კომპრესები თვალებისთვის
თუ თვალები დაგეღალათ, ბამბის ტამპონისგან თბილი კომპრესები გაიკეთეთ. ეს საშუალება არამარტო ეხმარება თვალებს დაღლილობისა და გამოშრობისგან , არამედ ეფექტურია თავის ტკივილის დროსაც.

7) დიეტა
სტაფილო, კარაქი , თევზის ქონი, მწვანილი და კაკალი – ეცადეთ, რომ თქვენი რაციონი მდიდარი იყოს ამ პროდუქტებით. მათი დახმარებით , თქვენ გაიუმჯობესებთ თქვენს მხედველობას სიბნელეშიც კი, ვიტამინი A კი აუცილებელია კარგი მხედველობისთვის.

8) სეირნობის დროა
სუფთა ჰაერი არა მარტო თვალებისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვის საჭიროა. ხშირად ისეირნეთ, რათა თქვენი ორგანიზმი უფრო ჯანსაღი გახდეს,

frenis kompensacia
frenis kompensacia