კოჭა სუპერსაჭმელია. მას გააჩნია საოცარი უნარი: აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და შეუძლია შეამციროს ანთება.
კოჭა შეიცავს ეთერზეთებს, რომელიც მის მკაფიო გემოს და არომატს განაპირობებებს. ეს არის : ცინგერონი, შოგაოლი და ჯინჯეროლი. ეს ეთერზეთები ანტი-ბაქტერიული, ანტი-ვირუსული, ანტი-სოკოვანი და ანტი-პარაზიტულია. კოჭას ძირები იმუნიტეტს აძლიერებს, ასთმას კურნავს, ხსნის ტკივილს და მრავალი სხვა დადებითი ფუნქცია აქვს.
კოჭას ჩაის უპირატესობა :
• კოჭა ძალიან ეფექტურია თავის ტკივილის, გაციების, გრიპისა და კუნთების ტკივილის დროსაც კი. კოჭას უნიკალური შემადგენელი ნივთიერებებიდან გამომდინარე, მას შეუძლია ტკივილის შეჩერება
• კოჭას ჩაის რეგულარულად მოხმარება აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომელიც ებრძვის ვირუსებს.
• მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჭიქა კოჭას ჩაი დღეში შეამცირებს ინსულტის შანსს.
• კოჭა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. სისხლის ნაკადის ზრდა კი თავის მხრივ აუმჯობესებს ვიტამინების, მინერალებისა და ჟანგბადის მიწოდებას ორგანიზმისთვის.
• კოჭას ჩაი სპობს იმ ვირუსს, რომელიც გაციებას და გრიპს იწვევს.
როგორ მოვიმზადოთ კოჭას ჩაი ?
ინგრედიენტები:
• 1 ჭიქა წყალი, ¼ ჩაის კოვზი კოჭა, ¼ ჩაის კოვზი კურკუმა, ქოქოსის რძე ( გემოსთვის), დაუმუშავებელი თაფლი ( გემოსთვის) .
აადუღეთ წყალი, დაუმატეთ კოჭა და კურკუმა, დაუწიეთ ცეცხლს და 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ.