ალბათ ნაოჭების ნებისმიერ ქალს ეშინია. ეს ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი ძალიან ეფექტურია და შედეგს, გამოყენების უკვე მესამე დღეს შეამჩნევთ. ის საკმაოდ ცხიმიანია და რთულად იწოვება, ამიტომ გამოყენება დაძინებამდე 2 საათით ადრეა რეკომენდირებული.
თქვენ დაგჭირდებათ:
კვერცხის გულის ნახევარი, 2 ჩ/კ ნუშის, ან ზეითუნის ზეთი, 1 ჩ/კ ზღვის მარილი, 2 ჩ/კ გვირილას ნახარში ( 1 ჩ/კ გამხმარი გვირილა 200 მილიგრამ წყალზე – ადუღეთ 15– 20 წუთის განმავლობაში), 0.5 ჩ/კ ნატურალური თაფლი, 2 ჩ/კ კოსმეტიკური ვაზელინი (იყიდება აფთიაქებში)
მომზადების წესი:
ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად აურიეთ. მიღებული კრემი მაცივარში შეინახეთ. კრემი კანში ხელის მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ. 30 წუთში კი, ბამბის ტამპონი მინერალურ წყალში დაასველეთ და კრემის ნარჩენები მისი დახმარებით მოიშორეთ.