კორდისკბილა – ბალახოვანი მცენარე, რომელიც გამოიყენება თვალის სხვადასხვა დაავადებების დროს.
კორდისკბილა შეიცავს ბევრ ვიტამინ C-ს, ეთერზეთებს, გლიკოზიდებს და მჟავებს, რომლებიც ებრძვიან თვალის ინფექციებს, აღმოფხვრიან სიმშრალესა და გაღიზიანებას. ასევე ეფექტურად ამცირებს თვალზე ზეწოლას, ხსნის დაღლილობასა და დაძაბულობას, რომელიც გამოწვეულია კომპიუტერის ხშირი მოხმარებით.
თვალის მკურნალობა ხალხური მეთოდებით :
დაავადებების ჩამონათვალი, რომელიც კორდისკბილათი იკურნება: თვალის ინფექცია, ალერგიული რეაქციები, ირიტი (თვალის გარსის ანთება), ბლეფარიტი ( ქუთუთოების ანთება), კერატიტი ( რქოვანას ანთება), ახლომხედველობა, მშრალი თვალის სინდრომი, ცრემლის მილების ანთება, გლაუკომა.
1) კორდისკბილას ჩაი მხედველობის გასაუმჯობესებლად
1 ჩაის კოვზი კორდისკბილას მშრალი ბალახი 300 მლ ცხელ წყალში გახსენით და 20 წუთი დააყენეთ. დღეში სვით 3-4
2) თვალის კაპლი
დაღლილობის მოსახსნელად და თვალის სიმშრალის გამოსასწორებლად ,მომზადებული ჩაიდან პიპეტის საშუალებით 2 წვეთი ჩაისხით თითოეულ თვალში.
3) თვალის გასაჯანსაღებელი კომპრესი
დაასველეთ 2 ბამბა კორდისკბილას ჩაიში და ქუთუთოებზე დაიდეთ 15 წუთით დილითა და საღამოთი.
4) კომპრესი შეშუპებისთვის
3 სუფრის კოვზი კორდისკბილას მშრალ ბალახს ერთი ჭიქა მდუღარე წყალი დაუმატეთ, გააჩერეთ 10 წუთი. ბინტი ან მარლა ჩაასველეთ და შეშუპებულ თვალზე დაიდეთ 5-7 წუთით.
ეს სასწაული მცენარე არა მარტო თვალებს ეხმარება, არამედ კარგია თავის ტკივილების მოსახსნელად, ინსომნიისა და შფოთიანობის საწინააღმდეგოდ, ასევე ხსნის ნაბახუსევს.