როგორ ამოვიყვანოთ ლაქები მატრასიდან? ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდია

1768
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

როგორ ამოვიყვანოთ მატრასიდან შარდის, ღვინის, სისხლის ლაქები და უსიამოვნო სუნი? ეს არც ისე რთულია.

თქვენ დაგჭირდებათ:
3%–იანი წყალბადის ზეჟანგის 235 მლ
3 ს/კ საკვები სოდა
1 წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება, ან თხევადი საპონი

ნარევი მოამზადეთ გაწმენდის წინ. აურიეთ ერთმანეთს სოდა და წყალბადის ზეჟანგი სპრეის ბოთლში. როცა სოდა გაიხსნება, დაამატეთ საპონი, ან ჭურჭლის სარეცხი საშუალება. ბოთლი შეანჯღრიეთ, ნარევი ლაქას მიასხურეთ და 5–10 წუთით დატოვეთ. შეგიძლიათ ვენტილატორი ჩართოთ და ჰაერის ნაკადი ლაქისკენ მიმართოთ. ასე, ყველაფერი უფრო სწრაფად გაშრება. მატრასს ნარევის ნარჩენები მტვერსასრუტით მოაშორეთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia