ჯადოსნური ნიღაბი თქვენი თმის სილამაზისთვის. თქვენ აი, ეს ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ

126
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ჯანმრთელი, ბზინვარე და ლამაზი თმა ნებისმიერი გოგონას ოცნებაა. ამ მარტივი ნიღბის დახმარებით ამ ოცნებას რეალობად აქცევთ.

ბევრისთვის საყვარელი ბანანი, თმის მოვლისთვის და ზრდისთვის ძალიან ხშირად გამოიყენება. ის ასევე თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა. თუ დაზიანებული თმა გაქვთ, ამ ნიღბის გამოყენება აუცილებლად სცადეთ. ბანანი მდიდარია ტრიფტოფანით, შეუცვლელი ამინომჟავით, რომელიც თმას აჯანსაღებს და კალიუმით, რომელიც ასევე ძალიან სასარგებლოა თმისთვის. რაც შეეხება ნუშის ზეთს, ის ვიტამინ A-ს შეიცავს, რომელიც თმის ფოლიკულებს იცავს და კანს ამშვიდებს.

თქვენ დაგჭირდებათ:
1 დიდი მწიფე ბანანი, 1 ს/კ ნუშის ზეთი

როგორ მოვამზადოთ?
1. ბანანისგან პიურე გააკეთეთ და ნუშის ზეთი დაამატეთ. შეგიძლიათ ბლენდერი გამოიყენოთ.
2. ნიღაბი თმის ძირებზე და თმის ბოლოებზე წაისვით და რამდენიმე წუთის განმავლობაში მასაჟი გაიკეთეთ. თმა თბილი პირსახოცით შეიხვიეთ და პოლიეთილენის ქუდი დაიფარეთ.
3. 30 წუთში თავი ჩვეულებრივი შამპუნით დაიბანეთ. შედეგი გაგაოცებთ! თმა ბზინვარე და რბილი გახდება. ნიღაბი თმის ყველა ტიპს უხდება, მისი გამოყენება კი, თვეში ერთხელ არის რეკომენდირებული.

frenis kompensacia
frenis kompensacia