იმისთვის, რომ ფერიმჭამელების შესახებ დაივიწყოთ, შეგიძლიათ აი, ეს მეთოდი გამოიყენოთ.
თქვენ დაგჭირდებათ:
რძე; საკვები ჟელატინი; ერთჯერადი კონტეინერი; კოვზი.
კონტეინერში 1 ჩ/კ ჟელატინი გადაიტანეთ და 1–2 ს/კ რძე დაამატეთ. მასას კარგად აურიეთ.
ნარევი მიკროტალღურ ღუმელში 15 წამით ჩადეთ, სახე წყლით დაიბანეთ. თბილი მასა სახეზე, ან მხოლოდ პრობლემურ ადგილებზე წაისვით.
ნიღაბი სახეზე 15 წუთით დაიტოვეთ.
როდესაც ის გაშრება, სახე გაიწმინდეთ. შედეგი გაგაოცებთ.