რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ არ გაჭაღარავდეთ? მრავალჯერ ნაცადი და ეფექტური ხერხი

565
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ქოქოსის ზეთი რომ სასარგებლოა ეს ყველამ იცის, მაგრამ ბევრ სასარგებლო თვისებასთან ერთად ის დადებითად მოქმედებს თმაზეც.

თმის ცვენის დროს ის იდეალურია, მას ძველად ინდოეთში ძალიან ხშირად იყენებდნენ. უფრო მეტი ეფექტისთვის კი ქოქოსის ზეთს უნდა შეურიოთ წყალში გახსნილი ლაიმის წვენი.

დაზიანებული თმა – ქოქოსის ზეთი იდეალურია დაზიანებული თმისათვის.

დამატენიანებელი ეფექტი – თუ ქოქოსის ზეთს ხშირად გამოიყენებთ, მაშინ თმის გამოშრობა არ გემუქრებათ.

თმის კონდიციონერი – გარდა თმის დატენიანებისა ქოქოსის ზეთი თმის კონდიციონერის ფუნქციასაც ასრულებს.

თმის კონდიციონერი განკუთვნილია თმის ხარისხიანი და სწრაფი გაშრობისათვის და იმისათვის, რომ თმა გაშრობის დროს არ გამოშრეს და შეინარჩუნოს ტენიანობა. ასევე მან უნდა შეუნარჩუნოს თმას მოცულობა ( არ გაზარდოს). კონდიციონერის კიდევ ერთი ფუნქციაა – დაიცვას თმა დამუხტვისაგან. ეს ყველაფერი კი შეუძლია ქოქოსის ზეთსაც.

ქერტლის წინააღმდეგ – ქოქოსის ზეთი ქერტლის საწინააღმდეგო ნებისმიერ შამპუნს ჯობია. თუ მისი დახმარებით თავის კანზე მასაჟს გაიკეთებთ შედეგიც არ დააყოვნებს და ქერტლი მალე გაქრება.

თავის კანის დაცვა ტილებისგან – იმისთვის, რომ მკბენარი თქვენი თავის კანს ადვილად მოაშოროთ ქოქოსის ზეთი გამოიყენეთ. მისი შემადგენლობა ისეთია, რომ მკბენარი ადვილად მოშორდება თმას.

თმის დაცვა გამოშრობისგან – ამ პრობლემის გადაჭრის იდეალური გზა არის ქოქოსის ზეთის ხშირი გამოყენება.

ჭაღარა თმა – იმისთვის, რომ ჭაღარა მალე არ გაგიჩნდეთ ევკალიპტის ფოთლის წვენი შეურიეთ ქოქოსის ზეთს. ნაზავი თმაზე და თავის კანზე წაისვით.

ცნობილია, რომ ინდოეთში ისინი ვინც ბავშვობიდან იყენებდნენ ქოქოსის ზეთს ძალიან გვიან, სიბერეში ჭაღარავდებოდნენ. მათ ჯანსაღი თმა ჰქონდათ.

შამპუნის შეძენისას გირჩევთ, რომ დააკვირდეთ მის შემადგენლობას, რათა მასში ქოქოსის ზეთი იყოს.

გარდა ამ ყველა სასარგებლო თვისებისა მას კიდევ ერთი დადებითი მხარეც აქვს, თუ თმაზე ქოქოსის ზეთს ხშირად ისვამთ თქვენს თმას სასიამოვნო სურნელი ასდის და უფრო მბზინვარეა ვიდრე ადრე.

 

frenis kompensacia
frenis kompensacia