6 პროდუქტი, რომელიც გაგიუმჯობესებთ თვალების მდგომარეობას! გაიგეთ მეტი…

698
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

6 პროდუქტი, რომელიც გაგიუმჯობესებთ თვალების მდგომარეობას! გაიგეთ მეტი…

თვალებზე ზრუნვა აუცილებელია ყველა ადამიანისთვის, რადგან მხედველობა ძალიან მარტივად შეიძლება გავიუარესოთ ჩვენი დაუფიქრებელი და გაუფრთხილებელი ქმედებებით! სტატისტიკის მიხედვით 4 ადამიანიდან სამს მხედველობის სათვალე სჭირდება. ამიტომ საჭიროა იზრუნეთ საკუთარ თავზე, გაეცანით ჩვენ მიერ შემოთავაზებულ სასარგებლო პროდუქტების სიას და თავიდან აირიდეთ უსიამოვნო პრობლემები.

1.თევზი

ცხიმიანი თევზი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რაც არა მხოლოდ თვალებისთვისაა სასარგებლო, არამედ გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თავად გულისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

2.სტაფილო და გოგრა

თითქმის ყველა ხილი და ბოსტნეული რომელიც ყვითელი და ნარინჯისფერია -სასარგებლოა თვალებისთვის, რადგან ისინი შეიცავენ კაროტინოიდებს, რომლებიც მდიდარია ლუტეინებით. ისინი იცავენ თვალს ლურჯი და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. სტაფილოსგან განსხვავებით უმჯობესია დანარჩენი ბოსტნეული უმად მიირთვათ.თავად სტაფილო კი მაქსიმალურად სასარგებლო სწორედ მოშუშვის შემდეგ ხდება.

3.ფოთლოვანი კომბოსტო

კომბოსტო მდიდარია ნუტრიენტებით, რომლებიც შეიცავენ ბეტა-კაროტინს, ლუტეინებს. ეს ნივთიერებები დაიცავ თქვენს თვალს და შეამცირებს მაკულარული დეგენერაციის და კატარაქტის რისკს.

4.კვერცხი

მასში უამრავი ვიტამინი და საკვები ნივთიერებაა ორგანიზმისთვის. შეიცავს ლუტეინებს და A ვიტამინს, რომელიც იცავს თვალს ღამის სიბრმავისა და გამოშრობისგან.

5.ნუში

ის თალისთვის საჭირო E ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს, ის კი ძლიერი ანტიოქსიდანტია და აგარიდებთ თავისუფალი რადიკალების მიერ თვალის ქსოვილების დაზიანების რისკს.

6. მარცვლეული

გლიკემიური ინდექსის შემცირებით თქვენ შეძლებთ მაკულარული დეგენერაციის რისკის შემცირებას, ეს კი მარცვლეულის მიღებით უნდა გააკეთოთ. ისინი მდიდარია ვიტამინებით და თუთიით.

frenis kompensacia
frenis kompensacia