ხალხური მეთოდი ბრონქიტისა და ასთმის საწინააღმდეგოდ! ეს წამალი ყველას მოგეპოვებათ!
ხახვი არაჩვეულებრივი ანტისეპტიკური საშუალებაა. ადამიანების უმრავლესობა, რომელიც ან გაციებულია ან გრიპი აქვს, საშველად ნიორს მიმართავს. ეს უკანასკნელი კი წარმატებით კლავს ბაქტერიებს. ასეთი ეფექტს კი ნიორსა და ხახვს მათში შემავალი ფიტონციდები აძლევს. მათ ანტიბაქტერიული და ანტიკანცეროგენური მოქმედება აქვთ.
ხახვი ხველის წინააღმდეგ
ინგრედიენტები:
• 500 გრ ხახვი • 2 ს/კ შაქარი • 50 გ. თაფლი • 1 ლ. მდუღარე წყალი.
მომზადება:
1. ხახვი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. დაამატეთ შაქარი და თაფლი, შემდეგ – მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში. ერთი ს/კ ეს ნარევი დალიეთ დღეში სამჯერ.
ეფექტურია მიკრობების მოსაკლავად, სუნთქვის გასაუმჯობესებლად. ფრთხილად იყავით ამ წამალთან ის ადამიანები, ვისაც აქვს დიაბეტი ან ალერგია თაფლზე.
ხახვი შაქართან ერთად ხველის წინააღმდეგ.
ინგრედიენტები:
• ხახვი • შაქარი
მომზადება:
1. ხორცსაკეპ მანქანაში ხახვი გაატარეთ. მოათავსეთ ნახევარ-ლიტრიან ჭურჭელში, დაამატეთ შაქარი პროპორციებით 1:1. დადგით ჭურჭელი თბილ ადგილას 4 საათის განმავლობაში. ერთი ს/კ ეს ნარევი დალიეთ დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.
ბავშვების მკურნალობა თაფლისა და ხახვის მეშვეობით შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის მერე.