საოცარი ნიღაბი თმის სწრაფად გასაზრდელად! ვისაც ხშირი და გრძელი თმა სურს…

1483
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

საფუარი საკმაოდ ბევრ მინერალს და ვიტამინს შეიცავს, სწორედ ამის დასმახურებითაა საფუარის ნიღბები სასარგებლო და ეფექტური თმისთვის, თანაც ის უხდება როგორც მშრალ ასევე ცხიმიან თმასაც. ამ საშუალების გამოყენებით თქვენი თმა გახდება ძლიერი, შეემატება მოცულობა და მბზინვარება.

პროცედურის საწყის ეტაპზე აიღეთ დიდი ჭურჭელი, რადგან მოგეხსენბათ რომ საფუარი იმატებს მოცულობაში. გაეცანით საფუარის ნიღბის რეცეპტს და თავად დარწმუნდით მის ეფექტურობაში!

საფუარის ნიღაბი თმისთვის

ინგრედიენტები:

– 1 ს/კ წყალი, 1 ს/კ საფუარი, 1 ს/კ შაქარი, 1 ს/კ თაფლი, 2 ს/კ მდოგვის ფხვნილი

გამოყენება:

1.გახსენით საფუარი თბილ წყალში, გაფუების პროცესის დასაჩქარებლად დაუმატეთ შაქარიც.
2.როგორც კი გაიხსნება საფუარი, დაუმატეთ თაფლი და მდოგვის ფხვნილი.
3.შეიზილეთ ნიღაბი თავის კანზე და თმის ძირებზე. დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი/პარკი და შემდეგ შეიხვიეთ ტილოს დახმარებით.
4.1 საათის შემდეგ უნდა ჩამოიბანოთ. გამოიყენეთ ჩვეულებრივი შამპუნი. ცვლილებას პირველივე გამოყენებისთანავე იგრძნობთ!

დაუთმეთ ცოტაოდენი დრო საკუთარ თავს და იზრუნეთ თქვენი თმის სილამაზეზე!


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

frenis kompensacia
frenis kompensacia