პიგმენტური ლაქების მოსაშორებელი ოთხი ეფექტური ნიღაბი პროფესიონალი კოსმეტოლოგის რჩევით

1822
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ხშირად ჭორფლთან ერთად სახეზე პიგმენტური ლაქებიც ჩნდება. ისინი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმისა და ფერის – მოყვითალო, მოყავისფრო, მუქი ყავისფერი.

პიგმენტური ლაქა ჩნდება კუჭ-ნაწლავის, ქალური, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და სხვა ქრონიკული დაავადებების დროს. მათი წარმოშობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს ორგანიზმში ვიტამინ C-ს ნაკლებობა და მზეზე დიდხანს ყოფნა.

პიგმენტური ლაქების გაუფერულება, პირველ რიგში, სპეციალისტს უნდა მიანდოთ, თუმცა თავადაც შეგიძლიათ მიიღოთ კონკრეტული ზომები. დააკვირდით, რომ თვითმკურნალობის დროს ლაქა არ გაღიზიანდეს. ის შეიძლება უფრო გამუქდეს კიდეც. ასეთ შემთხვევაში კი შეწყვიტეთ ყველა პროცედურა და დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს.

პიგმენტური ლაქის გაუფერულებისთვის შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგი პროცედურები:

1. ყოველდღიურად ლაქაზე დაიდეთ კვერცხის ცილა. გაიჩერეთ 1 საათი და შემდეგ ჩამოიბანეთ.

2. ათქვიფეთ კვერცხის ცილა. დაუმატეთ ნახ. ჩ.კ. ბორისმჟავა და ცოტა არაჟანი. გაიჩერეთ 25-30 წთ და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

3. აიღეთ 1 ჩ.კ. ფქვილი. შეურიეთ 1 ჩ.კ. ძმარი და 1 ჩ.კ. თაფლი. გაიჩერეთ 15-30 წთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

4. 50 გრ 3%-იან წყალბადის ზეჟანგში ჩააწვეთეთ რამდენიმე წვეთი ნიშადურის სპირტი. დაასველეთ ამ სითხეში ბამბა, გაწურეთ და დაიდეთ პიგმენტურ ლაქაზე.

5. ყოველდღიურად ლაქაზე წაისვით ლიმონის ქერქი და წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. წყლით ნუღარ ჩამოიბანთ.

6. შეგიძლიათ მოსინჯოთ ლაქაზე თხელ ფენად აბუსალათინის ზეთის წასმა.

გახსოვდეთ, რომ თუ პროცედურები სისტემატური არ იქნა, შედეგს ვერ მიიღებთ. არც ერთი საშუალება ჯადოსნური არ არის, რომ ერთი შეხებით გააქროს ნაკლი. რაც მთავარია, მიიღეთ ვიტამინი C, განსაკუთრებით, ზამთარსა და გაზაფხულზე, როდესაც მისი ნაკლებობა შეიმჩნევა.

რამდენიმე სასარგებლო ნიღაბი:

ცილის ნიღაბი

ეს ნიღაბი დადებითად მოქმედებს გაფართოებული ფორების შეკვრაზე, ძირითადად, ცხიმიანი კანის შემთხვევაში.
ნიღაბს იკეთებენ ღრმა ნაოჭების და ე.წ. ბატის ფეხების (თვალის კუთხეებთან წარმოქმნილი ნაოჭები) არსებობის დროს.
ნიღაბი მზადდება ასე: ათქვიფეთ კვერცხის ცილა ისე, რომ ქაფად გადაიქცეს. წაისვით მთელ სახეზე. მალე ის თხელ აპკად გადაიქცევა. გაშრობის შემდეგ გადაისვით კიდევ ერთი ფენა. გაიჩერეთ 15-25 წთ. შემდეგ ნაზად ჩამოიბანეთ. კარგი იქნება, თუ ცილას ცოტა თაფლს შეურევთ. მშრალი კანის შემთხვევაში ცილის წასმამდე გადაისვით კრემის თხელი ფენა. ათქვეფილი ცილის მასა მხოლოდ ერთი გამოყენებისთვისაა განსაზღვრული. ის დიდხანს არ ინახება.

კალენდულას ნიღაბი

ეს ნიღაბი გამოიყენება ცხიმიანი, სიწითლისკენ მიდრეკილი და გაფართოებულფორებიანი კანისთვის.
ნიღაბი მზადდება ასე: 1 ს.კ. კალენდულას ნაყენს შეურიეთ 100 გრ წყალი. ნატურალური ქსოვილისგან წინასწარ გამოჭერით ნიღაბი (თვალებთან, ცხვირთან და პირთან ამოჭრილი), დაასველეთ ნაყენში. გაწურეთ და დაიდეთ სახეზე. სასურველია, სითხე თბილი იყოს. გაიჩერეთ 20-25 წთ. უმჯობესია, ეს ნიღაბი გაიკეთოთ დასვენების დროს, წამოწოლილმა. ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.

ცხელი ნიღაბი

ასეთ ნიღაბს იყენებენ ძალიან გამომშრალი და გაუხეშებული კანის შემთხვევაში.
პატარა ჭურჭელში შეაცხელეთ ზეითუნის ზეთი (არ წამოადუღოთ). დაასველეთ მასში მარლა, გაწურეთ და დაიდეთ სახეზე. ნიღაბი ძალიან ცხელი არ უნდა იყოს. წამოწექით და ნიღაბზე შემოიხვიეთ პატარა პირსახოცი, რათა შეინარჩუნოთ მაღალი ტემპერატურა. ნიღაბი გაიჩერეთ 30 წთ. შემდეგ კი თბილი წყლითა და პატარა ღრუბლით მსუბუქად ჩამოიბანეთ. სასურველია, თუ ზეითუნის ზეთში შეურევთ 10-15 წვეთ ზეთოვან ვიტამინ “ე”-ს.
ეს პროცედურა შეგიძლიათ კვირაში 2-ჯერ ჩაიტაროთ.

ბრინჯის ნიღაბი

აიღეთ 3 ს.კ. ბრინჯი. დაასხით 3 ჭიქა წყალი და ხარშეთ. ნახარში გადაწურეთ და შეინახეთ. მოხარშულ ბრინჯს დაასხით 3 ს.კ. რძე და ნელ ცეცხლზე დიდხანს მოხარშეთ. რძეში მოხარშული ბრინჯი ბლენდერით ათქვიფეთ ან კარგად ჩაზილეთ, ისე, რომ ფაფისებური მასა გამოვიდეს. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 30 წთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით თქვენი კანისთვის შესაფერისი კრემი. ეს ნიღაბი დღისით კეთდება, საღამოს კი სახე ნახარშით ჩამოიბანეთ და 1-2 სთ დაიტოვეთ. ძილის წინ ისიც ჩამოიბანეთ.

პროცედურა 3 დღის განმავლობაში კეთდება. ის შეგიძლიათ ჩაიტაროთ თვეში 2-ჯერ. მისი ხშირი გამოყენება არ შეიძლება.

ნიღაბი კვებავს, აახალგაზრდავებს და წმენდს სახის კანს. ამასთანავე, აკეთებს მსუბუქ ლიფტინგს. გამოიყენება როგორც მშრალი, ასევე ცხიმიანი კანის შემთხვევაში.

frenis kompensacia
frenis kompensacia