მარწყვის მურაბის ამ რეცეპტით ბავშვებს გაახარებთ

1883

საჭირო ინგრედიენტებია:

  • 1 კილო მარწყვი
  • 800 გრამი შაქარი

მომზადების ინსტრუქცია

პირველ რიგში კარგად გარეცხეთ მარწყვი და ყუნწები მოაცალეთ. შემდეგ გააშრეთ და დაჭერით 5-6 ნაწილად. შემდეგ მოათავსეთ გამზადებული მარწყვი და შაქარი ფენა-ფენად ჩაღრმავებულ ჭურჭელში და დატოვეთ მთელი ღამით ოთახის ტემპერატურაზე.

მთელი ღამით დატოვების შემდეგ დამდნარი შაქარი და წვენგამოშვებული მარწყვი კარგად აურიეთ ერთმანეთში ფრთხილად.

 ქილები უნდა გაასტერილოთ წყლის ორთქლზე 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაცხელებულ ქილებში მოათავზეთ მარწყვის მურაბა და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. ამის შემდეგ შეინახეთ მაცივარში და გაცივების მერე გემრიელად მიირთვით.

Facebook კომენტარები