აევიტი – იაფი და ეფექტური საშუალება ქალებისთვის. გაიგეთ მისი საოცარი თვისებების შესახებ

5138
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

აევიტი - იაფი და ეფექტური საშუალება ქალებისთვის. გაიგეთ მისი საოცარი თვისებების შესახებ

აევიტი - კომბინირებული პრეპარტი, რომლის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი ცხიმში ხსნადი A და E ვიტამინებით. სწორედ ამ შემადგენლობის გამო, ეს პრეპარატი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქალებში. მისი შინაგანი მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება, თუმცა გარეგანი მიღება არანაირი ზიანის მომტანი არ არის, პირიქით, მას ბევრი დადებითი თვისება გააჩნია თავის მოვლისთვის.

აევიტი ნაოჭებისთვის

თვალის კანი

რატომ უნდა გადაიხადოთ ფული ძვირადღირებულ კრემებში, როდესაც შეგიძლიათ საკმაოდ მისაღებ ფასად შეიძინოთ აეივიტის ზეთოვანი კაფსულები? A და E ვიტამინები განსაკუთრებით ეფექტურად ებრძვიან ნაოჭებს, აევიტი კი სწორედ ამ ვიტამინების კომბინაციაა. ყოველ ღამით, კაფსულის ზეთოვანი შიგთავსი წაისვით თვალების ირგვლივ და მთელი ღამით დაიტოვეთ. მისი გამოყენება შეუსვენებლად 2 კვირის განმავლობაში შეგიძლიათ. შემდეგ 2 კვირა შეისვენეთ და ისევ განაგრძეთ.

სახის კანი

აევიტის კაფსულები გახსენით და მისი ზეთი სახეზე წრიული მოზრაობით დაიტანეთ. გაიჩერეთ 15-20 წუთი, შემდეგ კი ბამბის დისკით ნაზად მოიშორეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ორჯერ და ნახავთ, როგორ გაქრება თანდათან ნაოჭები და კანი გახდება გლუვი.

აევიტი თმისთვის

აევიტი, ასევე, ეფექტურია თმის ზრდისთვისაც და გაჯანსაღებისთვის. შეგიძლიათ მისი რამდენიმე (3-4) კაფსულა შამპუნს შეურიოთ და ასე დაიბანოთ თავი. ან შეგიძლიათ მოამზადოთ ნიღაბი: 3 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს შეურიეთ 2 კაფსულა აევიტი. დაიტანეთ თმის მთელ სიგრძეზე და გაიჩერეთ 1 საათით, შემდეგ კი კარგად ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი შეგიძლიათ კვირაში 2ჯერ გაიკეთოთ.

აევიტი ფრჩხილებისთვის

თუ სუსტი და მტვრევადი ფრჩხილები გაქვთ, გახსენით აევიტის კაფსულა და მისი ზეთი ფრჩხილებზე წაისვით, შემდეგ კი კარგად დაიმასაჟეთ. აევიტი ფრჩხილების გამაგრებას და ზრდას უზრუნველყოფს. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 2ჯერ ან 3ჯერ.

აევიტი დამსკდარი ქუსლებისთვის

თუ დამსკდარმა ფეხის ქუსლებმა დაგღალათ, აევიტის კაფსულები ამ პრობლემას სამუდამოდ დაგავიწყებთ. წასვით ყოველ საღამოს აევიტის ზეთოვანი სითხე ქუსლებზე და ისე დაიძნეთ. რამდენიმე დღეში დაუჯერებელ შედეგს მიიღებთ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

 

 

 

 

frenis kompensacia
frenis kompensacia