5 იაფი სააფთიაქო პროდუქტი თავის მოვლისთვის, რომელიც ყველა მანდილოსანს გააოცებს.

2194

თავის მოვლა და ახალგაზრდობის შენარჩუნება ყველა ქალს სურს, თუმცა ძვირადღირებულ პროდუქტებსა და პროცედურებში თანხის გადახდის საშუალება ყველას ნამდვილად არ აქვს. სინამდვილეში, არც არის საჭირო ბევრი ფული იმისათვის, რომ მოვლილად და ლამაზად გამოიყურებოდეთ.

საბედნიეროდ, აფთიაქებში მოიძებნება ბევრი საშუალება, რომელიც საკმაოდ ეფექტურია და ბევრ ძვირადღირებულ პროდუქტსაც კი სჯობს. დღეს გაგაცნობთ 8 სააფთიაქო საშულებას, რომლებსაც "კაპიკებად" შეიძენთ და დაგეხმარებათ, რომ მუდმივად კარგად და მოვლილად გამოიყურებოდეთ.

  1. თუთიის მალამო

იდეალურად ებრძვის აკნეს: წაისვით პრობლემურ ადგილას, გაიშრეთ და ისე დაიძინეთ. დილით გამონაყარი აღარ გექნებათ! თუთიის მალამოს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება. შედის უამრავი ძვირადღირებული საშუალებების შემადგენლობაში და მაგთან განსხვავებით, ძალიან იაფი ღირს.

2. კალენდულას (გულყვითელას) ნაყენი

კაშკაშა ყვითელი, ცეცხლოვანი წითელი და ელვარე ნარინჯისფერი  კალენდულას ყვავილები პირველი შეხედვისთანავე მზესთან ასოცირდება. და ეს მართლაც ასეა: მცენარე თავის ძლიერ სამკურნალო თვისებებს სწორედ მზის ძალას უმადლის. კანის დაზიანებასა და გაღიზიანებას კალენდულა თავისი დამცავი და აღმდგენი თვისებებით აამებს. მის შემადგენლობაში შემავალი ფლავონოიდები და ეთერზეთები  ანთებით პროცესებს აქრობენ და ახალი ქსოვილების წარმოქმნას უწყობენ ხელს, კაროტინოიდები კი კანს გარეგანი მავნე ზემოქმედებებისგან იცავენ.

კალენდულას ნაყენს 1:1 პროპორციით შეურიეთ წყალი და ბამბის დისკით გაიწმინდეთ კანი. შემდეგ კი ჩამოიბანეთ. თქვენი ფორები სიღრმისეულად გაიწმინდება, აღარ შეგაწუხებთ შავი წერთილები და მკვდარი უჯრედები.

3. სოლკოსერილი

ეს მალამო განკუთვნილია მცირე დაზიანებების სამკურნალოდ, შეიძლება დაემატოს კრემებს და შეიძლება გამოყენებულ იქნას ნიღაბის სახით ღამის განმავლობაში 2-3 კვირა. სოლკოსერილი აჩქარებს კანის აღდგენით პროცესებს, მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, აუმჯობესებს კანის მარაგს ჟანგბადით და ახდენს გლუკოზის ტრანსპორტირების სტიმულირებას უჯრედებში, რომელსაც არ გააჩნიათ სასიცოცხლო ძალა, სწორი ფუნქციონირებისთვის. ის ასევე ზრდის კოლაგენის სინთეზს.

4. თალგამის ზეთი

ერთ-ერთი საუკეთესო და ეფექტური საშუალება თმის მოვლისთვის სწორედ თალგამის ზეთია. თმის ცვენის შეჩერება, გაჯანსაღება და ბზინვარება შეგიძლიათ თამამად მიანდოთ ამ ზეთს, რომელსაც 3-4 ლარად შეიძენთ ნებისმიერ აფთიაქში. ზეთი პირდაპირ დაიტანეთ მშრალ თმაზე, გაიჩერეთ 1 საათით და კარგად ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ერთხელ და საოცარ შედეგს მიიღებთ.

 

5. რძის მჟავა

მდიდარი შემადგენლობის წყალობით რძის მჟავა კოსმეტიკური და გამაჯანსაღებელი მიზნით ფართოდ გამოიყენება. ძვირადღირებული კრემების და სალონური პროცედურების ნაცვლად, შეგიძლიათ ბიუჯეტური, სააფთიაქო 40 %-იანი რძის მჟავა გამოიყენოთ.

სახლის პირობებში პილინგის ჩასატარებლად 30 %-იანი რძის მჟავა (წყალში გახსნილი) დაგჭირდებათ. სუფთა კანზე წაისვით. 20 წუთამდე გაიჩერეთ, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის შემდეგ დამატენიანებელი კრემი წაისვით. ეფექტის მისაღწევად 2 კვირიანი ინტერვალით 4-8 პროცედურა ჩაიტარეთ. ეს მეთოდი განსაკუთრებით გამოადგებათ მათ, ვისაც პიგმენტური ლაქები აწუხებს.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

 

 

frenis kompensacia
frenis kompensacia