გაითვალისწინეთ ეს რჩევები და დაამარცხეთ ჭარბოფლიანობა მარტივად

907

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და დაამარცხეთ ჭარბოფლიანობა მარტივად

სიცხეში, სტრესის ან ფიზიკური დატვირთვის დროს ოფლის გამოყოფა სრულიად ნორმალურია და უმრავლესობა ამ პრობლემას მარტივად უმკლავდება დეზოდორანტებისა და ანტიპერსპირანტების საშუალებით. მაგრამ ზოგისთვის ეს საკმარისი არ არის, ხშირად ოფლიანობა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებითაც არ არის გამოწვეული და ჩვეულებრივ პირობებშიც შეიძლება აწუხებდეთ. ასეთ ჭარბოფლიანობას ჰიპერჰიდროზს უწოდებენ. ყველაზე ხშირად გვხდება იღლიების, ხელისა და ფეხის გულების ჰიპერჰიდროზი, რადგან ამ მონაკვეთებში საოფლე ჯირკვლების ყველაზე დიდი კონცენტრაცია აღინიშნება.

ჭარბოფლიანობის დასამარცხებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  1.  ჩაიცვით თავისუფალი სამოსი ბუნებრივი ნაჭრებისგან (ბამბა, ტილო) განსაკუთრებით ცხელ   ამინდში;
  2.  ნებისმიერი დახურული ფეხსაცმლის შიგნით აუცილებელია წინდები;
  3.  ანტიპერსპირანტების გამოყენება, დეზოდორანტებისგან  განსხვავებით არა მხოლოდ   არასასიამოვნო სუნისგან გაგათავისუფლებთ, არამედ ოფლიანობასაც შეამცირებს;
  4.  ხშირი შხაპი და სველი ხელსახოცების გამოყენება;
  5.  სტრესული სიტუაციების შემცირება;
  6.  კვებითი ჩვევების კორექტირება, კერძოდ, ალკოჰოლისა და ცხარე საკვების ამოღება;
  7.  სამკურნალო პრეპარატების ანალიზი და თუ გვერდით მოვლენებში ჭარბოფლიანობა   აღინიშნება, ექიმთან ერთად მათ ნაცვლად ალტერნატიული პრეპარატების შერჩევა;
  8.  დღეში ორჯერ დაიბანეთ იღლია, საზარდული და ფეხები, რის შემდეგაც ისინი გულდასმით   შეიმშრალეთ;
  9.  რეგულარულად გაიპარსეთ იღლია;
  10.  ატარეთ ანტიბაქტერიული სპორტული წინდები;
  11.  არ ჭამოთ მძაფრი სუნის მქონე და ცხარე საჭმელი;
  12.  არ დალიოთ ბევრი ყავა და ალკოჰოლი

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები