ლამაზი თმა, წარბები და წამწამები ყველა ქალის ოცნებაა. მათ მოსავლელად მრავალი ქიმიური საშუალება არსებობს, მაგრამ ჩვენ აბუსალათინის ზეთს გირჩევთ. მართალია ძნელი მოსაშორებელია, მაგრამ შედეგი ამად ღირს.
წამწამების მოვლა:
1. მოიშორეთ მაკიაჟი და სახე თბილი წყლით კარგად დაიბანეთ; წამწამებზე ზეთი წაისვით; პროცედურა დაძინებამდე 3-4 საათით ადრე ჩაიტარეთ, პროცედურის ბოლოს ზეთი ხელსახოცით და შემდეგ თბილი წყლით მოიშორეთ.
1. წარბიდან მოიშორეთ მაკიაჟი; დაძინებამდე 3 საათით ადრე აბუსალათინის ზეთი წარბებზე თხელ ფენად წაისვით; ძილის წინ ზეთი ხელსახოცით მოიშორეთ.
თმის მოვლა:
1. აბუსალათინის ზეთი თმის მოდუნებულ ბოლქვებს აღვიძებს. დაბანამდე 2 საათით ადრე თმის ძირებზე რამდენიმე წვეთი დაიტანეთ. შემდეგ თავი შამპუნით დაიბანეთ.
2. თმის ცვენის შემთხვევაში 2 ს/კ რძე, 1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი და გლიცერინის 1 ამპულა ერთმანეთს შეურიეთ და დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ, მიღებული მასა 20-30 წუთით წაისვით თმის ძირებზე.
3. თუ ქერტლი გაწუხებთ აბუსალათინის ზეთი და კალენდულას ნაყენი ერთმანეთს თანაბრად შეურიეთ და ნახევარი საათით თმის ძირებში წაისვით. პროცედურის ბოლოს კი თავი დიდი რაოდენობის თბილი წყლითა და ლიმონის წვენით დაიბანეთ.
სასურველი შედეგი, რომ მიიღოთ აბუსალათინის ზეთი 1 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ, შემდეგ 2-3 კვირა შეისვენოთ და კვირაში ერთხელ გამოიყენოთ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.