სახის მოვლის საიდუმლო: ჟელატინის ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ
ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს ელასტიურობას და ძველებურ შესახედაობას, ჩნდება ნაოჭები. სახეზე ნაოჭები ძირითადად თვალებისა და პირის გარშემო ჩნდება. ნაოჭების გაჩენას მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს. მაგალითად გაღიმება, გაცინება, გაბრაზების ნიშნად კოპების შეკვრა, მზის გამო თვალების მოხუჭვა – ყველა ეს ჩვეული მოძრაობა თვალების ირგვლივ და შუბლზე ნაოჭების გაჩენას ეხმარება, ეს მიმიკური ნაოჭებია.
ასევე ხშირი და განმეორებადი მკაცრი დიეტები, რომელთა გამოც წონას ვკარგავთ, მერე კი ისევ ვინაზღაურებთ. ამგვარი დიეტები კანზეც დამანგრევლად მოქმედებს. ასევეა გამოსხივებაც, ნამზური, სოლარიუმში გარუჯვა და ა.შ.
გთავაზობთ სახის მოვლის რეცეპტს, რომელიც უკვე ბევრმა ქალმა წარმატებით გამოიყენა. გამაახალგაზრდევებელი რეცეპტი ნაოჭების წინააღმდეგ:
ინგრედიენტები: 2 ს/კ ადუღებული წყალი; 1 ჩ/კ ჟელატინი; 2 ჩ/კ ბანანის პიურე; ჟელატინი წყალში ჩაყარეთ, ბანანის პიურე დაამატეთ და მოურიეთ.
როგორ ვისარგებლოთ ნიღბით: ნიღაბი სუფთა სახეზე თხელ ფენად წაისვით, მოადუნეთ სახის კუნთები. 20 წუთის განმავლობაში გაიჩერთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გამოიყენეთ ეს ნიღაბი ხშირად და კანი ბევრად მოვლილი გექნებათ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.