ქათმის სალათის ეს ჩინური რეცეპტი ყველა ქართულ კერძს დაგავიწყებთ

1139
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

სალათისთვის საჭირო ინგრედიენტებია:

  • ლაფშა (სწრაფად მოსამზადებელი მაკარონი) - 1 შეკვრა
  • სალათი აისბერგი ან ლატუკი - 1 პატარა კონა
  • წითელი კომბოსტო - 300 გ
  • სტაფილო - 1 ცალი
  • მანდარინი - 1 ცალი
  • მწვანე ხახვი - 1 პატარა კონა
  • დაჭრილი ნუში - 1/2 ჭიქა
  • მოხარშული ქათმის ფილე - 1 ცალი
დრესინგისთვის დაგჭირდებათ:
  • ნიორი - 3 კბილი
  • გახეხილი ჯანჯაფილი - 1 ჩ/კ
  • სეზამის ან ზეითნის ზეთი - 1/3 ჭიქა
  • თაფლი - 2 ს/კ
  • სოიოს სოუსი - 2 ს/კ
  • თეთრი ღვინის ძმარი - 1 ს/კ
  • ზეთი - 1 ს/კ

მომზადების ინსტრუქცია:

პირველ რიგში მოამზადეთ ლაფშა: დაასხით ცხელი წყალი და გააჩერეთ 2 წუთი, შემდეგ საფუძვლიანად გადაწურეთ. წინასწარ გაამზადეთ მოხარშული ქათმის ფილეც დაძენძილ მდგომარეობაში. ერთ ჯამში მოათავსეთ დაჭრილი კომბოსტო, მწვანე ხახვი, სალათის ფურცლები და ზევიდან მოახეხეთ სტაფილო. შემდეგ ამ დაჭრილ პროდუქტებს ჩაუმატეთ ლაფშა, ქათმის ფილე და მანდარინის ლებნებიც. შემდეგ აურიეთ დრესინგის ინგრედიენტები ერთმანეთში და მოასხით ჯამში გამზადებულ სალათს.

frenis kompensacia
frenis kompensacia