მარწყვის ტორტის ყველაზე სწრაფი რეცეპტი – დაზოგეთ დრო

397

საჭირო ინგრედიენტებია:

  • ხაჭო – 500 გ
  • არაჟანი – 200 გ
  • მარწყვი – 600 გ
  • ფხვიერი ნამცხვარი (“პეჩენია”) – 500 გ
  • შოკოლადი – 60 გ
  • შაქარი

მომზადების ინსტრუქცია ასეთია:

პირველ რიგში ხაჭო უნდა გაატაროთ საცერში და შემდეგ ათქვიფოთ არაჟანთან ერთად, ასევე დაუმატეთ შაქრის პუდრა და ვანილი. მიღებული კრემით დაფარეთ ჭურჭლის ძირი და დაადეთ ზევიდან ნამცხვრის ფხვიერი ფენები, რათა ნაჭრებმა არ ისრიალონ. შემდეგ ნამცხვრის ნაჭრებს წაუსვით კრემი ზემოდან და მორთეთ მარწყვებით. ასე გაფორმებულ ფენას დაადეთ ზევიდან კვლავ ნამცხვრის ფენა. შემდეგ დაჭერით შოკოლადი და გაადნეთ ორთქლზე, რის შემდეგაც შეგეძლებათ მოასხათ მზა ნამცხვარს ზევიდან. ამის შემდეგ შეგიძლიათ მზა ტორტი გემრიელად მიირთვათ, თუმცა უკეთესი გემოს მისაღებად უმჯობესია თუ მაცივარში შედგავთ რამდენიმე საათით, რათა დარბილდეს დაკრემი უკეთ გაუჯდეს.

Facebook კომენტარები