აქციეთ სახლის დალაგება სასიამოვნო პროცესად: ეთერზეთები ქიმიურ ნივთიერებაზე ეფექტურია

172

დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ეთერზეთები კარგად წმენდს და ასუფთავებს ოთახებს, ასევე, მათ დეზინფექციას უკეთებს. ეს იაფია და ჯანმრთელობისთვისაც უსაფრთხოა. გთავაზობთ ეთერზეთების დალაგებისთვის გამოყენების 9 გზას:

1. მტვერსასრუტისთვის

ბამბის პატარა ნაჭერზე დააპკურეთ ილანგ-ილანგის ზეთის რამდენიმე წვეთი და ჩადეთ ის მტვერსასრუტში. ზეთის არომატი იქიდან მტვრის სუნს გააქრობს.

2. მაცივრისთვის

ტილოზე დააპკურეთ ლავანდისა და მანდარინის ზეთის 2 წვეთი და მოათავსეთ ის მაცივარში. პროცედურა დრო და დრო გაიმეორეთ.

3. სანაგვე ურნისთვის

გარეცხეთ სანაგვე ურნა. ბამბის მოზრდილ ნაჭერზე დააწვეთეთ 1 წვეთი ფორთოხლისა და ჩაის ხის ზეთის წვეთი და ჩადეთ ის ურნაში.

4. აქრობს უსიამოვნო სუნს მიკროტალღური ღუმელიდან

წყალში ჩაასხით ლიმონის ზეთის 4-5 წვეთი. შედგით ჭიქა მიკროტალღურ ღუმელში, 3-4 წუთის განმავლობაში. დააყენეთ მაქსიმალურ ტემპერატურაზე.

5. საპირფარეშოსთვის

საპირფარეშოში ჰაერის გამწმენდის გამოყენება ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა. ამიტომ, გირჩევთ აბაზანაში მოათავსოთ 2 ცალი არომატული ქვა. (შეგიძლიათ, ისინი იყიდოთ, ან საკუთარი ხელი დაამზადოთ). დააპკურეთ მათზე ნებისმიერი წიწვოვანი ეთერზეთი. პროცედურა კვირაში ერთხელ გაიმეორეთ, რათა აბაზანაში ყოველთვის კარგი სურნელი იდგეს.

6. თეთრეულისთვის

ტანსაცმლის საშრობს მოაპკურეთ 5-7 ნებისმიერი ეთერზეთი.

7. ავეჯისთვის და ქაფის მოსაცილებლად

1ლ. ძმარში გახსენით 10-12 წვეთი სალბეის, ჩაის ხისა და ლიმონის ეთერზეთი. ნარევი კარგად შეანჯღრიეთ. ხსნარი კარგია დეზინფექციის გასაკეთებლად. შეგიძლიათ, ის წამოადუღოთ და ამით, ქაფს მოაშორებთ.

8. ოთახში ჰაერის გამწმნედი

ნებისმიერი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი ჩაასხით წყალში და ის ოთახში მოაპკურეთ.
გამოიყენეთ იგივე მეთოდით, წყალში გახსნილი ევკალიპტის ეთერზეთი გადასაკრავი მასალისგან დამზადებული ავეჯისთვის. ეს მას მტვრისგან დაიცავს. სიგარეტის სუნის წინააღმდეგ კი ეფექტურია წიწვის ან ციტრუსოვანი ეთერზეთები.

9. ფანჯრებისთვის

სპრეის ბოთლში ჩაასხით 9%-იანი ძმარი და იმავე რაოდენობის წყალი. დაუმატეთ ლიმონის ეთერზეთის 11-13 წვეთი. კარგად შეანჯღრიეთ. მიაპკურეთ ფანჯარაზე და გაწმინდეთ ტილოთი.
შეცვალეთ ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიური ნივთიერებები ნატურალური ეთერზეთებით.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

frenis kompensacia
frenis kompensacia