5 უმარტივესი რეცეპტი თაფლის გამოყენებით- სასწრაფო დახმარება თქვენი კანისთვის!

593

5 უმარტივესი რეცეპტი თაფლის გამოყენებით- სასწრაფო დახმარება თქვენი კანისთვის!

ალბათ, არა ერთხელ გსმენიათ თაფლის სამკურნალო თვისებებზე, მისი დახმარებით შეგიძლიათ დაამარცხოთ გაციება, სურდო, გაიუმჯობესოთ იმუნიტეტი, აიმაღლოთ ჰემოგლობინი, დაეხმაროთ გულს და სისხლძარღვებს, დაირეგულიროთ ძილი, დაიკლოთ წონაში და ა. შ
თაფლი ხანგრძლივი სიცოცხლის ნამდვილი ელექსირია, რომელიც ორგანიზმის მოთხოვნილებებს თითქმის 100% ამარაგებს.

ჩვენ გთავაზობთ თაფლის გამოყენების რამდენიმე გზას, რაც აუცილებლად გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობას და მოგიგვარებთ უამრავ პრობლემას.

თაფლის გამოყენება (პერორალური)
თაფლი და კოჭა სტომატიტის დროს სწრაფ დახმარებას გაგიწევთ. სტომატიტი ხშირ შემთხვევაში პირის ღრუში მცირეოდენი დაზიანებების დროს ჩნდება მაგალითად კბილების არასწორად გამოხეხვის დროს.

აურიეთ 1 ჩ/კ თაფლი და ¼ ჩ/კ დაფქვილი კოჭა. დაიდეთ სტომატიტზე ყოველ ორ საათში ერთხელ. მართალია, ცოტაოდენ წვას იგრძნობთ, მაგრამ სტომატიტისგან ნამდვილად სწრაფად გათავისუფლდებით.

თაფლი და იოგურტი აკნეს დროს
აკნესთან ბრძოლა შესაძლებელია თაფლისა და იოგურტის ნიღბით. შეურიეთ 2 ს/კ თაფლი და 1ს/კ იოგურტი, წაისვით მიღებული ნაზავი სახეზე და გაიჩერეთ 10 წუთი. ამ ნიღბის გამოყენება შეგიძლიათ კვირაში 3-4 ჯერ.
თაფლს შეუძლია გახსნას კანის ფორები და მოკლას მიკრობები, იოგურტი კი დამატებით ყურადღებას აქცევს თქვენს კანს.

თაფლი და დარიჩინი ეგზემის დროს
აურიეთ თანაბარი რაოდენობის თაფლი და დაფქვილი დარიჩინი, შეიზილეთ კანის დაზიანებულ არეებზე.

თაფლის მალამო სოკოვანი დაავადებების დროს
თუ გსურთ, რომ ფეხის ფრჩხილების სოკოსგან გათავისუფლდეთ, მოამზადეთ თაფლის მალამო. აურიეთ 15 გ. თაფლი, 10 გ. ევკალიპტის ზეთი და 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი. მიღებული ნარევი გააჩერეთ მაცივარში 24 საათის განმავლობაში შემდეგ კი წაისვით ის ფეხის ფრჩხილებზე ყოველდღიურად.

თაფლი და ზეითუნის ზეთი დახეთქილი ქუსლებისთვის
ფეხის ქუსლის გაუხეშებული ზედაპირი საკმაოდ ხშირი პრობლემაა. აურიეთ თანაბარი პროპორციებით თაფლი და ზეითუნის ზეთი. სოდიანი აბაზანის შემდეგ გაიმშრალეთ ფეხები
პოლიეთილენი შეიხვიეთ და შეფუთეთ ეს ადგილები. (უმჯობესია პოლიეთილენის ზემოდან ჩაიცვათ წინდებიც)

თაფლის მიღების გზები რა თქმა უნდა უამრავია და არჩევანშიც არ ხართ შეზღუდულნი, გამოიყენეთ ეს მდიდარი ბუნებრივი ნივთიერება და ხელი შეუწყეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და სილამაზეს.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

frenis kompensacia
frenis kompensacia