რა სამკურნალო თვისებები აქვს კამას? გაიგეთ ყველაფერი მის შესახებ

999

რა სამკურნალო თვისებები აქვს კამას? გაიგეთ ყველაფერი მის შესახებ

კამა ერთწლოვანი მცენარეა. გამოირჩევა სასიამოვნო და ამავე დროს, ძლიერი არომატით. მისი თესლი, ისევე როგორც თვით მცენარე, შეიცავს სურნელოვან ეთერზეთებს. კამა ვიტამინებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროა. შეიცავს დიდი ოდენობით C, B1, B2, PP, P ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და სხვა მიკროელემენტთა მარილებს.

კამას მრავალი სასარგებლო თვისება აქვს: ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს, აქვეითებს წნევას სისხლძარღვებში; ასტიმულირებს შარდის გამოყოფას;  ხელს უწყობს ყოველგვარ ანთების ჩაცხრომას; აქვს გულის მუშაობის მატონიზებელი ეფექტი; აუმჯობესებს ძილს, ამშვიდებს; კარგია შეკრულობისას; აჩქარებს წყლულების, პოსტოპერაციული ჭრილობებისა და ძვლოვანი ქსოვილის შეხორცებას.

როგორ უნდა მიიღოთ კამა?

საშარდე გზების დაავადებების (ცისტიტი, პიელონეფრიტი, ურეტიტი, თირკმელკენჭოვანი დაავადება) დროს ნაყენს იღებენ 5-6-ჯერ დღეში, 30-50 მილილიტრის ოდენობით. როგორც შარდმდენს, მას სვამენ ნახევარ ჭიქას 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.

ერთი სუფრის კოვზი ნაყენი ჭამამდე 15 წუთით ადრე უნდა მიიღოთ ანთებითი პროცესების ჩასაქრობად, ასევე, როგორც ამოსახველებელი და დამამშვიდებელი საშუალება, ძალიან კარგია მეტეორიზმის (გაზების დაგროვების) დროს;

თუ უძილობა გაწუხებთ, ერთ სუფრის კოვზ კამის გამხმარ თესლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ და გადაწურეთ. გადაწურულ ნაყენს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი. ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს ეს ნაყენი უნდა მიიღოთ 3-4-ჯერ დღეში 2 სუფრის კოვზი, მეტეორიზმის დროს კი – ნახევარი ჭიქა ჭამამდე 20 წუთით ადრე, დღეში 2-ჯერ.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები