ახალი ტყემლის ეს განსაკუთრებული რეცეპტი მხოლოდ ქართველებისთვისაა

4544

საჭირო ინგრედიენტებია:

  • ახალი ტყემალი – 1 კგ
  • ნიორი – 100 გ
  • კამა და ქინძი – 300 გ
  • ომბალო – 50 გ
  • მწვანე წიწაკა – 2 ცალი

მომზადების ინსტრუქცია ასეთია:

გარეცხილი ახალი ტყემალი ჩაყარეთ ქვაბში და მოხარშეთ 15-20 წუთის განმავლობაში. მოხარშვის შემდეგ დაყარეთ თუშფალანგზე და კარგად გააციეთ, შემდეგ კი გახეხეთ და მოათავსეთ მოზრდილ თასში. მწვანილები, ნიორი, მწვანე წიწაკა და ცოტა წყალი მოათავსეთ ბლენდერში და კარგად აურიეთ ერთმანეთში. თუკი ბლენდერი არ გაქვთ, შეგიძლიათ მწვანილები და ნიორი ხორცსაკეპი მანქანით გადაამუშაოთ. მიღებული ნარევი დაასხით გახეხილ ტყემალს. შემდეგ დაუმატეთ მარილი და დაფქვილი წიწაკა, კარგად აურიეთ და შემდეგ გემრიელად მიირთვით.

 

 

Facebook კომენტარები