10 რჩევა იმისათვის, რომ ბევრი წყლის დალევას მიეჩვიოთ. სცადეთ

754

10 რჩევა იმისათვის, რომ ბევრი წყლის დალევას მიეჩვიოთ. სცადეთ

წყლის მიღება რომ ჩვენი ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესია, ეს ალბათ ყველამ იცის. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკმარისი რაოდენობით წყალს არ სვამენ, რაც ორგანიზმისთვის საზიანოა. დღეს შემოგთავაზებთ რჩევებს, თუ როგორ უნდა მიეჩვიოთ წლის დალევას და გახადოთ ეს პროცესი თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი.

1. მიეჩვიეთ წყლის დალევას სხვადასხვა ქმედებების წინ, მაგალითად: დილით, სახლის გასვლის წინ, ძილის წინ და ა.შ.;

2.ბოთლით წყალი ყოველთვის თან ატარეთ;

3. წყლით სავსე ჭიქა სამუშაო მაგიდაზე დადეთ და ხშირად მოყლუპეთ;

4. წყალი უფრო გემრიელი რომ გახადოთ დაუმატეთ ლიმონი და ფორთოხალი;

5. წყალი გაყინეთ და წყლის პატარა კუბიკები კამფეტივით მიირთვით;

6. ყველანაირ გამაგრილებელ სასმელს დაუმატეთ ყინულის კუბიკები;

7. სამსახურში წასვლისას ორლიტრიანი ბოთლი წაიღეთ და ეცადეთ სახლში დაბრუნებამდე დაცალოთ;

8. რიტუალი ჩაატარეთ: ყოველი ჭამის წინ დალიეთ წყალი;

9. თუ წონაში დაკლება გსურთ თბილი წყალი სვით ხშირად და რაც მეტ ცხიმს მიიღებთ მით მეტი წყალი დალიეთ;

10. ტელეფონში ჩაიწერეთ რომ ყოველ საათში წყალი უნდა დალიოთ და ტელეფონის შეხსენებისთანავე მიირთვით


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები