როგორ ვებრძოლოთ შეკრულობას? ამაში, აი ეს ერთი პროდუქტი დაგეხმარებათ
შეკრულობა ანუ ყაბზობა ნაწლავის მოქმედების შემცირებას, დეფეკაციის ხანგრძლივად შეჩერებას ნიშნავს. ის ძალიან გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად შეუწუხებია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ ის საშიში მდგომარეობა არ არის, მაინც საკმაო დისკომფორტს ქმნის და ნაწლავების მოქმედების აღდგენის შემდეგ ადამიანები უკეთ გრძნობენ თავს.
თუ შეკრულობა გაწუხებთ, ამის მოგვარებას სახლის პირობებში საკმაოდ მარტივად შეძლებთ.
შეკრულობის საწინაღმდეგოდ კარგი ეფექტი აქვს სტაფილოს წვენს. 150-200 მლ ახალგაწურული წვენი დღეში 2-3 ჯერ უნდა მიირთვათ, სულ მცირე სამი კვირის განმავლობაში.
შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი რეცეპტიც: დილით კარგად გარეცხეთ ერთი საშუალო ზომის სტაფილო, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით ცივი წყალი სრულ დაფარვამდე, გააჩერეთ საღამომდე, შემდეგ ამოიღეთ და გახეხეთ წვრილ სახეხზე. მიღებული მასა ძილის წინ მიირთვით (აუცილებლად კარგად დაღეჭეთ).
შეკრულობის სამკურნალოდ შეგიძლიათ სელის თესლის ნაყენიც გამოიყენოთ. ერთ სადილის კოვზ სელის თესლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ 7-8 საათს. ძილის წინ მიირთვით თესლებთან ერთად.
შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.