ქოქოსის ზეთი – იდეალური საშუალება თმის მოვლისთვის. ეს ყველა მანდილოსანს სჭირდება

292

ქოქოსის ზეთი – იდეალური საშუალება თმის მოვლისთვის. ეს ყველა მანდილოსანს სჭირდება

ქოქოსის კარაქი თმისთვის ძალიან სასარგებლოა. მას შეუძლია, რომ თმის გაჭაღარავების პროცესი შეაჩეროს. ასევე ეფექტურად მოქმედებს ტილების წინააღმდეგ, მისი წასმის შემდეგ მკბენარი ნადგურდება. რაც შეეხება ქერტლს, რამდენიმე წასმის შემდეგ ნელ-ნელა შეამჩნევთ, რომ ქერტლი გაქრება. დაზიანებული და მტვრევადი თმის შემთხვევაში თუ წაისვამთ დაარბილებს თმას და მეტ მბზინვარებას შესძენს. თმის ცვენის დროს მისი გამოყენება ძალიან ეფექტურია, რადგან ამაგრებს თმის ძირებს.

ქოქოსის კარაქი დღეს საკმაოდ პოპულარულია თავის მოვლისთვის. ქალბატონები მას სახის და სხეულის მოსავლელადაც იყენებენ. თმაზე კი ნამდვილად დაუჯერებელი ეფექტის მოხდება შეუძლია, ამიტომ აუცილებლად უნდა სცადოთ მისი გამოყენება.

პატარა თასში ჩადეთ ქოქოსის კარაქი, შემდეგ ეს თასი გადაიტანეთ შედარებით დიდ ჭურჭელში, რომელშიც ცხელი წყალი ასხია. როდესაც გალღვება კარაქი შეგიძლიათ მთლიან თმაზე დაიტანოთ და თან თმის ძირებზე მასაჟი გაიკეთოთ. თავი შეიხვიეთ პირსახოცით. გაიჩერეთ 30 წუთი თმაზე და შემდეგ თბილი წყლით და შამპუნით ჩამოიბანეთ.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები