რეცეპტი, რომელიც ორგანიზმს 100%-ით წმენდს. საუკეთესო გზა ორგანიზმის გასაჯანსაღებლად
ორგანიზმის გაწმენდა და ტოქსინების გამოდევნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დეტოქსიკაცია დადებითად აისახება როგორც ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, ისე ჩვენს გარეგნობაზეც. დღესდღეობით საკმაოდ პოპულარულია ე.წ "სმუზები", რომლებიც საკმაოდ გემრილეი და, ამავდროულად, სასარგებლოა. მის მოსამზადებლად სხვადასხვა პროდუქტები და ბლენდერი დაგჭირდებათ.
გთავაზობთ "სმუზების" ბევრ ვარიანტს, რომელიც თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ. შედეგი და ეფექტი ყველა მათგანს ერთნაირი აქვს: წმენდს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან.
ბანანი + ისპანახი + ლიმონი
350 მლ. წყალი, 3 ბანანი, ისპანახის ფოთლები და ლიმონის წვენი ბლენდერში აურიეთ.
სალათის ფურცლები + კიტრი + ლიმონი + თაფლი
სალათის ფურცლები, 1 გათლილი კიტრი, ნახევარი ლიმონის წვენი, 1 ჭიქა წყალი და თაფლი ერთმანეთში აურიეთ.
ბანანი + ვაშლი + ისპანახი + ლიმონი
ისპანახის ფოთლები, 2 ბანანი, 1 ვაშლი, 1 ჭიქა წყალი, ნახევარი ლიმონის წვენი ერთმანეთში აურიეთ.
ბანანი + ვაშლი + სტაფილო + ფორთოხალი + ჯანჯაფილი + პიტნა
3 სტაფილო, 2 მწვანე ვაშლი, ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი, 2 ბანანი, 1 მუჭა პიტნა ერთმანეთში აურიეთ.
ბანანი + ვაშლი + ქინძი + ქატო
ნახევარი ბანანი, ნახევარი მწვანე ვაშლი, 1 ს/კ ქატო, 1 შეკვრა ქინძი, პიტნა ერთმანეთში აურიეთ.
ვაშლი + კიტრი+ ლიმონი
1 ვაშლი, ნახევარი ლიმონის წვენი, 2 კიტრი ერთმანეთში აურიეთ.
კიტრი + ოხრახუში
კიტრი და ოხრახუში ერთმანეთ შეურიეთ, შეგიძიათ პამიდორიც დაამატოთ.
სტაფილო + ვაშლი + ანანასი
ნახევარი ანანასი, 2 ვაშლი 2 სტაფილო ერთმანეთში აურიეთ.
შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.