როგორ მოვიშოროთ მარილების დაგროვება კისერზე – მოიშორეთ არასასიამოვნო ტკივილები!

1454

როგორ მოვიშოროთ მარილების დაგროვება კისერზე – მოიშორეთ არასასიამოვნო ტკივილები!

კისერზე მარილების დაგროვებას უწოდებენ ხერხემლის კისრის განყოფილების ოსტეოქონდროზს.

იმის გამო, რომ ხერხემლის კისრის განყოფილება წარმოადგენს ორგანიზმის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს, დარღვევები კისრის არეში იწვევს მთელი ორგანიზმის სერიოზულ დარღვევებს.

კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავენ კისრის, სახის და თავის ქალის ქსოვილებს. კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზისთვის დამახასიათებელია:

თავის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც გადაეცემა მხარს, წინამხარსა და თითებს; ჩხვლეტის შეგრძნება ამ მიდამოში, კუნთების სისუსტე, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ყურების შუილი, მხედველობისა და სმენის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება.

გთავაზობთ ეფექტურ საშუალებას კისრის ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ.

გაატარეთ ათი ცალი ლიმონი ხორცსაკეპ მანქანაში, მოათავსეთ ქილაში, დაუმატეთ 30 გრამი ინგლისური მარილი და ერთი ლიტრი ანადუღარი, გაცივებული წყალი. კარგად აურიეთ ერთმანეთში. ერთი დღე-ღამის განმავლობაში გააჩერეთ და შემდეგ დოლბანდში გაწურეთ.
წვენი დალიეთ ღვინის ჭიქით, ჭამამდე, დღეში სამჯერ. მკურნალობის კურსი სამი დღეა. აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.

მარილების დაგროვებისას ასევე სასარგებლოა 300 გრამი წყლისა და ათი ცალი დაფნის ფოთლის ნახარში. ხარშეთ ხუთი წუთის განმავლობაში, შემდეგ თბილად შეფუთეთ, ოთხ-ხუთ საათს გააჩერეთ და მიიღეთ. ერთი კვირის შემდეგ კურსი გაიმეორეთ. სახსრების ტკივილი აუცილებლად გაგივლით.

მარილებს ორგანიზმიდან ამ მეთოდითაც გამოდევნით: წვრილად დაჭერით ნიახური. დაასხით ერთი ქილა მაწონი და დილამდე გააჩერეთ. დალიეთ დილით, უზმოზე. ასევე, წვრილად დაჭერით ერთი კონა ნიახური, დაასხით 300 მლ ცივი წყალი და სვით უზმოზე, დილაობით, ერთი კვირის განმავლობაში.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები