ამ რეცეპტით გემრიელ ხაჭაპურს 20 წუთში მოამზადებთ

9072
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

საჭირო ინგრედიენტებია:

  • ფქვილი - 400 გ
  • კეფირი - 1 ჭიქა
  • სოდა - 1 ჩ/კ
  • მარილი - 1 ჩ/კ
  • ყველი - 300-400 გ
  • კამა,ოხრახუში,ქინძი
  • კარაქი
სოუსის ინგრედიენტებია:
  • მაწონი - 200 მლ
  • ნიორი - 2 კბილი
  • დაჭრილი მწვანილები - 3 ს/კ
მომზადების ინსტრუქცია ასეთია:

შეურიეთ კეფირი და სოდა, შემდეგ კი გააჩერეთ 5 წუთით. ფქვილს შეურიეთ მარილი და კეფირი, შემდეგ კი მოზილეთ ელასტიური მასის მიღებამდე. გამზადებული ცომი უნდა ამოავლოთ ფქვილში და გააჩეროთ 10 წუთი, თავზე ტილო გადაფარებული.

გახეხეთ ყველი და შეურიეთ დაჭრილი მწვანილი, გემოვნების მიხედვით მარილიც.  5 ნაწილად გაყოფილი ცომის ნაჭრები გააბრტყელედ ცალ-ცალკე ნაჭრებად და ნაჭრების გათხელების შემდეგ დაუმატეთ მათ ყველიანი შიგთავსი. მოათავსეთ ტაფაზე და კარგად დაბრაწვის შემდეგ გადაუსვით კარაქიც.

სოუსისთვის შეურიეთ ერთმანეთს მაწონი, დაჭრილი ნიორი და მწვანილები.

frenis kompensacia
frenis kompensacia