დაფნის ფოთლის საოცარი თვისებები. გაიგეთ, თუ რა დაავადებების განკურნება შეუძლია მას

1474

დაფნის ფოთლის საოცარი თვისებები. გაიგეთ, თუ რა დაავადებების განკურნება შეუძლია მას

დაფნა სამკურნალო მცენარეებს მიეკუთვნება. მისი ფოთლები უკვე დიდი ხანია, ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. დაფნა მდიდარი ქიმიური შემადგენლობის გამო დადებით ეფექტს ახდენს ორგანიზმზე. ფოთოლი გამოიყენება როგორც პირდაპირი სახით, ასევე სხვა მცენარეებთან კომბინაციაში, რაც ძალიან კარგ შედეგებს იძლევა.

 სახსრებში ტკივილის მოსახსნელად – 10 გრამ დაფნის ფოთოლს დაასხით 150 მილილიტრი ადუღებული წყალი და 3 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე ადუღეთ. მოცემული ნაყენი დალიეთ, სანამ  გაცივდება. რაც შეეხება დროს, ნაყენის მიღება აუცილებელია პირველად ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამიდან ერთი საათის შემდეგ. პროცედურა გაიმეორეთ 3 დღე ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში. 3 დღე სვით, ოთხი დღე დაისვენეთ. მომდევნო კვირას კვლავ გაიმეორეთ. კურსის ხელახლა გავლა რეკომენდებულია მხოლოდ 6 თვის შემდეგ. ამასთან, დაიმახსოვრეთ, რომ ნაყენის მიღების სამდღიან პერიოდში უნდა იკვებოთ მხოლოდ ვეგეტარიანული საკვებით. აკრძალულია ალკოჰოლის მიღება!
მადისა და წონის კლებისთვის – ჩააწყვეთ ჩაიდანში დაფნის რამდენიმე ფოთოლი. დაუმატეთ დარიჩინი და წამოადუღეთ. გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. რეკომენდებულია, ერთი ჭიქა ნაყენის მიღება დღეში ერთხელ. თუ თქვენ არ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ნაყენი 20 დღის განმავლობაში მიიღეთ, მომდევნო 10 დღე კი, შეისვენეთ. შემდეგ კვლავ განაგრძეთ მიღება.
ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ – ოსტეოქონდროზი ხშირად ხდება წელისა და ხერხემლის ტკივილის მიზეზი. ტკივილის დასაამებლად დაფნის ფოთლის სამკურნალო ზეთისა და ნაყენის რეცეპტს შემოგთავაზებთ.
დაფნის ფოთოლი დააქუცმაცეთ. 1-2 სადილის კოვზს დაასხით 1 ჭიქა ზეითუნის ზეთი. 15 დღე თბილ ადგილას გააჩერეთ. ეს ზეთი მტკივან ადგილას უნდა შეიზილოთ და შემდეგ თბილად შეიფუთოთ. მისი წასმა უმჯობესია ღამით.
ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 1 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ფოთოლი და დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი. დააფარეთ, შეფუთეთ და დატოვეთ 4 საათი. შეგიძლიათ, თერმოსში მოამზადოთ. შემდეგ გაწურეთ. ეს 1 დოზაა, რომელიც 12 საათის განმავლობაში პატარა ყლუპებით უნდა მიიღოთ. მკურნალობის კურსი 4 დღეა.
ფეხის ოფლიანობა და არასასიამოვნო სუნი – 40 მშრალ, დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და ადუღეთ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე. მიღებულ ნაყენში გააჩერეთ ფეხები 15 წუთის განმავლობაში. მიიღეთ ასეთი აბაზანა დღეში ერთხელ. კურსის ხანგრძლივობა – 7 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში კურსი გაიმეორეთ 10 დღის მერე.
ყურის დაავადებები – 2 სადილის კოვზ მშრალ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და დააყენეთ 2 საათის განმავლობაში. ნაყენი გამოიყენება ყურის გამოსარეცხად ან ყურში ჩასაწვეთებლად. უნდა ჩაიწვეთოთ დღეში მხოლოდ ერთხელ და შემდეგ ყურში უნდა ჩაიდოთ ბამბის ტამპონი.
ოთახის დეზინფექცია- დაფნის ფოთლები შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ ოთახის სადეზინფექციოდ, სადაც ავადმყოფი იმყოფება. ამისთვის რამდენიმე ფოთოლს დაასხით ადუღებული წყალი, დააყენეთ 15 წუთი, შემდეგ გადმოღვარეთ თეფშზე – მთელი ოთახი დაფნის ფოთლის არომატით აივსება და ავადმყოფობის გამომწვევი ბაქტერიებისაგან გაიწმინდება.

შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები