თუ ყოველ დილით თაფლის და დარიჩინის ნაზავს მიირთმევთ, ჯანმრთელობის პრობლემები უკვალოდ გაქრება!

1199

თუ ყოველ დილით თაფლის და დარიჩინის ნაზავს მიირთმევთ, ჯანმრთელობის პრობლემები უკვალოდ გაქრება!

დარიჩინსა და თაფლს უხსოვარი დროიდან ჩინურ სახალხო მედიცინაშიც იყენებდნენ. თაფლი და დარიჩინი ქმნის ნივთიერებას, რომელიც ადამიანის ორგანიზმს უამრავი პრობლემის გადაჭრაში ეხმარება. კერძოდ, ეს ორი ბუნებრივი ნივთიერება საშუალებას გვაძლევს, გავხდეთ კიდევ უფრო ჯანმრთელები და გამოვიმუშავოთ უფრო ჯანმრთელი ცხოვრების სტილი.

გულის დაავადებები

თაფლი და დარიჩინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და უმკლავდება გულის პრობლემებს.
ქილაში მოათავსეთ რამდენიმე კოვზი დარიჩინი, დაუმატეთ თაფლი და მოურიეთ იქამდე, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან გლუვ მასას. ყოველ დილით მიირთვით თაფლისა და დარიჩინის ნაზავი პურთან ერთად. გამოიყენეთ ისე, როგორც გამოიყენებდით კარაქს.
შედეგი შესამჩნევი მალევე გახდება.

ამცირებს ქოლესტერინს

მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ დარიჩინის და თაფლის ნაყენს უნდა დაუმატოთ 2 ჩკ ლიმონის წვენი და მიიღოთ 2-ჯერ დღეში.

ართრიტი

თაფლი და დარიჩინი ეხმარება ართრიტის განკურნებას. აიღეთ 2 ჭიქა თბილი წყალი, დაამატეთ 1/2 ს/კ დარიჩინის ფხვნილი და თაფლი. დალიეთ დილით უზმოზე და საღამოს, ძილის წინა.

თირკმელებისა და შარდის ბუშტის ინფექციები

თაფლი და დარიჩინი ეფექტურია თირკმელებისა და შარდის ბუშტის ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში: თბილი წყლით სავსე ჭიქაში დაამატეთ 1 ჩ/კ დარიჩინის ფხვნილი და და 1 ს/კ თაფლი. კარგად აურიეთ. სასმელი დღეში ორჯერ, დილით ცარიელი კუჭზე და შუადღეს, სადილის შემდეგ მიიღეთ. ეს ნაყენი გამოირჩევა ძლიერი ანტიბაქტერიული ეფექტით, რადგან თაფლი არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც კლავს ბაქტერიებს  უმოკლეს დროში.

ორგანიზმის გაწმენდა და წონაში დაკლება

ორგანიზმის გასაწმენდად და გასახდომად ყოველ დილით, უზმოზე და ყოველი ძილის წინ დალიეთ შემდეგნაირად მომზადებული ნაყენი: 1 ჩკ დარიჩინს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, როცა გაგრილდება უყავით 2 ჩკ თაფლი და დალეთ ნახევარი თითო ჯერზე. რეგულარული მოხმარების შედეგად ხდება წონაში კლება, იწმინდება ორგანიზმი მავნე ნარჩენებისგან და პარაზიტებისგან.

გაციების წინააღმდეგ

გაციების, ხველების და სინუსიტის მკურნალობისთვის თბილი წყლით სავსე ჭიქაში დაამატეთ 1 ჩ/კ დარიჩინის ფხვნილი და და 1 ს/კ თაფლი. კარგად აურიეთ. სასმელი დღეში რამდენჯერმე მიიღეთ.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

 

 

Facebook კომენტარები