როგორ გავთავისუფლდეთ სახსრების ტკივილისგან ნატურალური საშუალებების დახმარებით?

989

როგორ გავთავისუფლდეთ სახსრების ტკივილისგან ნატურალური საშუალებების დახმარებით?

თუ სახსრების ტკივილი გაწუხებთ, შეგიძლიათ ნატურალური ანთების საწინააღმდეგო და გამაყუჩებელი საშუალებები გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების დაცვა, მაგრამ თუ წამალი სხვაგან დაგრჩათ შეგიძლიათ რომელიმე მეთოდს მიმართოთ.

როზმარინი
ეს ძალიან გავრცელებული და ცნობილი არომატული მცენარეა, რომელსაც ბევრი სამკურნალო თვისება აქვს, თურმე ის ნატურალური ანალგეტიკია.

თქვენ დაგჭირდებათ:
200 გრამი როზმარინი
2 ჭიქა წყალი (400 მლ)

უბრალოდ მოამზადეთ ნახარში. მდუღარე წყალში როზმარინის ღეროები დაამატეთ და 20 წუთის განმავლობაში მოხარშეთ. გადმოდგით ცეცხლიდან. შეგიძლიათ ამ ნარევის დღეში 2 ჭიქა დალიოთ.

კურკუმა
კურკუმა ანტიოქსიდანტია, მას ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს და ამიტომ ის ინფექციებს ეფექტურად ებრძვის, აღადგენს დაზიანუბულ ქსოვილებს და დეტოქსიკაციას უწყობს ხელს.

ინგრედიენტები:
1 ს/კ (20 გ) კურკუმა
3 ჭიქა (750 მლ) წყალი
3 ს/კ (60 გ) თაფლი

ადუღებულ წყალს კურკუმა შეურიეთ, 10 წუთის განმავლობაში მოხარშეთ, ცეცხლიდან გადმოდგით და გაცივება აცადეთ. სასმელი გადაწურეთ, დაამატეთ თაფლი. შეგიძლიათ ის დღის განმავლობაში დალიოთ და შეამჩნევთ, რომ სახსრების ტკივილი ნელ–ნელა ქრება.

კოჭა
კოჭა ანთების საწინააღმდეგო ძლიერი საშუალებაა.

ინგრედიენტები:
200 გ გახეხილი კოჭას ფესვი
2 ჭიქა (400 მლ) წყალი
2 ს/კ თაფლი

ადუღებულ წყალში კოჭას გახეხილი ფესვი ჩაყარეთ, მოხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. გადმოდგით ცრეცხლიდან. 10 წუთში, როდესაც სასმელი გაცივდება, ის გადაწურეთ. დაამატეთ თაფლი– ის ძალიან ეფექტურად ებრძვის სახსრების ტკივილს. დღეში შეგიძლიათ ამ სასმლის 2 ჭიქა დალიოთ და შედეგსაც შეამჩნევთ.

სელის მარცვლები
ეს ანთების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა, ის ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რომელთა წყალობით ჩვენი იმუნური სისტემა ძლიერდება და ებრძვის პროცესებს, რომლებიც სახსრების ტკივილს იწვევენ. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები მცენარეული წარმოშობის უნდა იყოს.

დღეში თქვენ მარცვლების 40 გ (2 ს/კ) დაგჭირდებათ. შეგიძლიათ ისინი უბრალოდ მიირთვათ, ან სალათში დაამატოთ.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები