ჰერპესის ვირუსს ეს ბუნებრივი საშუალებები ყველაზე ეფექტურად ებრძვიან. მოიშორეთ უსიამოვნო გამონაყარი მარტივად

3540

ჰერპესის ვირუსს ეს ბუნებრივი საშუალებები ყველაზე ეფექტურად ებრძვიან. მოიშორეთ უსიამოვნო გამონაყარი მარტივად

ჰერპესი ქრონიკული, მორეციდივე დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს კანზე და სხეულის ლორწოვან გარსებზე ბუშტუკოვანი გამონაყარი. ეს გამონაყარი განსაკუთრებულ დისკომფორტს იწვევს ყველა ადამიანში, ამიტომ დღეს გასწავლით თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ მას მარტივად და ეფექტურად ნატურალური საშუალებებით:

სამედიცინო სპირტი – როგორც კი ქავილის შეგრძნება გაგიჩნდებათ, მოიწვით სპირტით იმდენჯერ, სანამ ქავილი არ გაქრება. ამ მეთოდით ჰერპესი გაგივლით  3-4 დღის შემდეგ, მაშინ, როცა სამკურნალო მალამოებით მკურნალობა 7-10 დღე გრძელდება. არჩევანი თქვენზეა.

პროპოლისის ნაყენი – კარგია, თუ წარმოქმნილ ბუშტუკებს სპირტზე დამზადებული პროპოლისის ნაყენით დაიმუშავებთ. ის კარგად აშრობს კანს და ხელს უშლის ანთების განვითარებასა და სხვა ადგილებში გავრცელებას, ახდენს, დეზინფიცირებას, ასევე, დააჩქარებს შეხორცების პროცესს.

ყინული – პირველი სიმპტომების დროს, როგორც კი შეამჩნევთ ქავილს და შეშუპებას, მიიდეთ ყინულის ნაჭერი, ის შეანელებს დაავადების პროგრესირებას და დაეხმარება ორგანიზმს ინფექციასთან გამკლავებაში.

კორვალოლი, ვალოკორდინი – გულის წვეთები 24 საათის განმავლობაში გააქრობს ჰერპესს ტუჩიდან, საკმარისია, ყოველ ორ საათში შევიზილოთ და ჰერპესიც გაქრება.

ნიორი – დასრისეთ ერთი კბილი ნიორი და დაიდეთ მტკივან ადგილზე. ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია.

მენთოლიანი კბილის პასტა – მენთოლიანი კბილის პასტა დავიდოთ მტკივან ადგილას და შედეგი მალევე შესამჩნევი გახდება.

რძე – დაასველეთ ბამბა და დაიფინეთ ჰერპესიან ტუჩზე, არ დაიბანოთ, სანამ სითხე თავად არ აორთქლდება. გაიმეორეთ პროცესი ყოველ 2-3 საათში.

ძირტკბილა – შესანისნავი წამალია ჰერპესის წინააღმდეგ. დაფქვით გამხმარი ძირტკბილა და დაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ მიიღოთ ფაფის მსგავსი მასა. დაიდეთ უშუალოდ გამონაყარზე. დაიტოვეთ ღამით და დილით ჩამოიბანეთ.

პიტნის ეთერზეთი – ნივრისგან განსხვავებით, პიტნის ეთერზეთი არა მხოლოდ კურნავს, სუნიც სასიამოვნო აქვს და მისი გამოყენება საზოგადოებრივ ადგილებში დისკომფორტს არ შეგიქმნით.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები