როგორ მოვამარაგოთ ორგანიზმი იოდის საჭირო დოზით. სასარგებლო ინფორმაციაა

1927

როგორ მოვამარაგოთ ორგანიზმი იოდის საჭირო დოზით. სასარგებლო ინფორმაციაა

 

ადამიანებში მიკროელემენტ იოდის უკმარისობა გულის შეკუმშვათა რიცხვს ამცირებს და სხეულის ტემპერატურას აქვეითებს. ასევე, ქვეითდება იმუნიტეტი, იწყება თმის ცვენა, ნელდება მოძრაობა, ადამიანი ადვილად იღლება, სახე და კიდურები შეშუპებული აქვს, აღენიშნება ოფლიანობა, სისუსტე და მეხსიერების დაქვეითება.

ტვინს აუცილებლად სჭირდება იოდი, რომ მან შეძლოს ნორმალური ფუნქციონირება. ლოგიკურ აზროვნებას, კუნთების მოძრაობას, მეტყველების განვითარებას, ყურადღების კონცენტრაციას, მხედველობით მეხსიერებას, სმენითი ინფორმაციის სწორად აღქმას სისხლში იოდის ნორმალური კონცენტრაცია უზრუნველყოფს.

ორგანიზმში იოდი ჰაერის, წყლისა და საკვების მეშვეობით ხვდება, თუმცა ის დიდი რაოდენობით მოიპოვება მცენარეებშიც. ორგანიზმში მოხვედრილი იოდი წვრილი ნაწლავების წინა ნაწილიდან შეიწოვება და სისხლში გადადის. ცირკულაციაში მოხვედრილი ელემენტის ნაწილი კუნთებში, ნაწილი კი ფარისებრ ჯირკვლებში ხვდება.

როცა ამ მიკროელემენტის მიღებული ნორმა საკმარისია, ენდოკრინული პროცესები ადამიანის ორგანიზმში ნორმალურად მიმდინარეობს, სისხლში კი იოდის დონე მუდმივი რჩება.

იოდის დეფიციტის დროს მისი შევსება ყველაზე ადვილად საკვებით ხდება. მისი შემცველობით გამოირჩევა: ზღვის პროდუქტები, კვერცხი, ხორცი, რძე, ყურძენი, კარტოფილი, ხორბალი, კეფირი, სტაფილო, სალათის ფურცლები, ბოლოკი, ჭარხალი, ნაღები, არაჟანი, სოია, ლობიო, ნიორი. გახსოვდეთ ისიც, რომ როგორც მისი ნაკლებობაა საშიში, ასევე საშიშია მისი ჭარბი დოზაც.

ასევე, გირჩევთ, შეიძინოთ იოდიზებული მარილი და ყოველდღიურად გამოიყენოთ ის საჭმლის მომზადების დროს.

ყველაზე ეფექტური საშუალება კი არის კაკლის უღლის ნაყენი, რომელიც ყველაზე კარგად შეგივსებთ იოდის დეფიციტს ორგანიზმში.

ნახევარი ჭიქა კაკლის უღელი ჩაყარეთ ემალირებულ ქვაბში, დაასხით 2 ჭიქა ცივი წყალი და მიიყვანეთ დუღილამდე. ჩაუწიეთ და 10 წუთის მანძილზე დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ. გაციებული ნახარში გადაწურეთ და თითო ყლუპი დღეში სამჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ.

მიღების ხანგრძლივობა 1-დან 4 კვირამდე მერყეობს.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

frenis kompensacia
frenis kompensacia