გემრიელი კრუასანებისთვის საჭირო ინგრედიენტებია:
- ერთი ჭიქა თბილი წყალი
- ერთი სუფრის კოვზი შაქარი
- 30 გრამი დაპრესილი საფუარი
- ერთი მწიკვი მარილი
- ნახევარი ჭიქა მზესუმზირის ზეთი
- სამი ჭიქა ფქვილი
- ერთი ჭიქა ჯემი
მომზადება
1. საფუარი უნდა გახსნათ თბილ წყალში, დაუმატოთ შაქარი და მარილი. ცალკე ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და თანდათან ცომის ზელვისას გახსნილი საფუარი და ზეთი დაუმატეთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ცომი დატოვოთ თბილ გარემოში ნახევარი საათით უკეთესი მასალის მისაღებად.
2. ცომი გაყავით სამ თანაბარ ნაწილად და თითოეული მათგანიდან გამოჭერით 5 მილიმეტრის სისქის მრგვალი ფირფიტა. ყოველი ფირფიტა დაჭერით რვა სწორ სამკუთხედათ. ამ დროს ფქვილის მოყრა საჭირო არ იქნება, რადგან ცომი ხელზე არ მოგეწებებათ.
3. სამკუთხედის ფუძეს კარგად დააწექით და მოათავსეთ მასზე ერთი ჩაის კოვზი ჯემი, შემდეგ კი კარგად ამოუხვიეთ გვერდები. ცომის ვიწრო ბოლო მსუბუქად გაჭიმეთ და გადაახვიეთ კრუასანის ფორმით.
4. ზეთ წასმულ საცხობზე დაალაგეთ კრუასანები და შედგით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ქურაში ოცი წუთის განმავლობაში. აცხვეთ ოქროსფერი ვიზუალის მიღებამდე.
5. გამომცხვარი კრუასანი მორთეთ შაქრის პუდრის მოყრით და მიატანეთ ცხელ-ცხელი ჩაის. შეგიძლიათ შიგთავსი შეცვალოთ კიდეც, თუმცა იგი არ უნდა იყოს თხელი.