ეს რეცეპტი ნაოჭების წინააღმდეგ იდეალურად მოქმედებს. ყველა ასაკში გამოგადგებათ
სახის კანის მოვლა ნებისმიერ ასაკში საჭიროა, რათა ნაოჭები მალე არ გაჩნდეს და კანი მოშვებული არ იყოს. ეს ხერხები კი დაგეხმარებათ, რომ თქვენი სახე მუდამ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს.
კვერცხის ცილა – ეს დიდი რაოდენობით პროტეინს შეიცავს, რომელიც იდეალურად მოქმედებს მოშვებულ კანზე. წაისვით ცილა და 20 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ სახეზე. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
პომიდორი – ვისაც კვერცხის გამოყენება არ სურს პომიდორი კარგი ალტერნატივაა. გირჩევთ პომიდორის წვენი სახეზე წაისვათ და 1 საათის განმავლობაში გაიჩეროთ. გაფრთხილებთ, თუ პომიდორზე ალერგია გაქვთ, არ გამოიყენოთ.
ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი ეს ორი ინგრედიენტი ერთად სახეზე ძალიან ეფექტურად მოქმედებს. 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი 1 ჩ/კ ლიმონის წვენს შეურიეთ. ნაზავი სახეზე 15 წუთით წაისვით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სვით წყალი – ალბათ იცით, რომ გამომშრალი კანის მთავარი მიზეზი არასაკმარისი სითხის მიღებაა. იმისთვის, რომ მსგავსი პრობლემა თქვენ არ გქონდეთ მიიღეთ დღის განმავლობაში 10-12 ჭიქა წყალი.
კიტრი – იმისთვის, რომ რბილი და ლამაზი სახის კანი გქონდეთ 2 ს/კ კიტრის წვენი შეურიეთ ვიტამინ E-ს და ნაზავი სახეზე 15 წუთით გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
ნუშის ზეთი – ნუშის ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ E-ს, ამიტომ გირჩევთ ყოველ დღე წაისვათ სახეზე, ეს კანზე ეფექტურად იმოქმედებს.
თაფლი – 3 ჩ/კ თაფლი 6-10 წვეთ ზეითუნის ზეთს შეურიეთ, დაამატეთ ლიმონი და ნაზავი სახეზე 15 წუთით გაიჩერეთ. თქვენი სახე იდეალურად დარბილდება.
შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.