როგორ მოვუაროთ ტუჩებს და დავიცვათ გამოშრობისგან? ეს რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ
სიცივე და სუსხიანი ამინდები განსაკუთრებით ტუჩებს აზიანებს. ტუჩის კანი საკმაოდ მგრძნობიარეა, ამიტომ მისი გამოშრობა და აქერცვლა ძალიან მარტივად ხდება. ზოგჯერ ტუჩები ისე შეიძლება დაგვისკდეს, რომ ამან საშნელ ტკივილამდე მიგვყვანოს. სწორედ ამიტომ, დღეს გასწავლით სხვადასხვა მეთოდებს, თუ როგორ მოუაროთ და დაიცვათ თქვენი ტუჩები გამოშრობისგან.
სახის დაბანამდე წაისვით ტუჩის ბალზამი.
თქვენი სახის გამწმენდი შეიძლება აშრობდეს თქვენსავე ტუჩებს. რომ დაიცვათ ისინი, გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი სახის დაბანამდე.
გამოიყენეთ ნუშის ზეთი
ნუში სუპერ-დამატენიანებელია, ასევე მდიდარია ვიტამინ A და ვიტამინ E-თი. წაისვით ხოლმე ნუშის ზეთი ყოველღამე.
გამოიყენეთ კიტრი
კიტრის ნაჭერი არა მხოლოდ შეშუპებას აცხრობს, არამედ გამომშრალ ტუჩებსაც ატენიანებს.
ტუჩების პილინგი
ზედმეტი კანის – მკვდარი უჯრედბის ტუჩებიდან მოსაშორებლად, სცადეთ ტუჩის პილინგი. 1 ჩაის კოვზ შაქარს შეურით 1 სუფრის კოვზი თაფლი და დაიმასაჟეთ ტუჩები. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით ტუჩის ბალზამი.
არ გაილოკოთ ტუჩები
გამომშრალი ტუჩების ლოკვა არ სცადოთ არასოდეს, რადგან ნერწყვში არსებული ფერმენტები, რომელიც საჭმლის გადამუშავებისას გამოიყოფა, აშრობს ტუჩებს უფრო მეტად.
ისუნთქეთ ცხვირით
ტუჩებს აშრობს პირიდან სუნთქვაც, ამიტომ ეცადეთ უფრო ხშირად ცხვირით ისუნთქოთ.
არ აწვალოთ
თუ თქვენ გაქვთ ტუჩებზე ქერცლი , ეცადეთ , რომ არ ჩამოიშოროთ, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და სისხლდენა.
გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი
მზე, როგორც კანს აშრობს, ისე აშრობს ტუჩებსაც, ამიტომ იხმარეთ მზისგან დამცავი კრემი.
ცვილი ჩვენი მეგობარია
ტუჩების ბალზამი ცვილით იცავს თქვენს ტუჩებს და ისინი ხდება რბილი და პრიალა.
დალიეთ ბევრი წყალი
თუ თქვენი ორგანიზმი შიგნიდან ჰიდრატირებულია, ეს გარედანაც ასე იქნება. ბევრი წყლის დალევა კი არამარტო ტუჩებს არამედ მთელი ორგანიზმისთვის სასარგებლოა.
დაუკვირდთ, რას მიირთევთ
თუ თქვენი ტუჩები მგრძნობიარეა, ციტრუსი , მარილიანი ან მჟავე საჭმელი მათ უფრო აღიზიანებს.
თბილად ჩაიცვი
შემოიხვიეთ შარფი ცხვირზე და ტუჩები , რათა დაიცვათ ისინი სიცივისა და ქარისგან.
წაისვით ცერამიდების ბალზამი
თუ თქვენი ტუჩები არის ძალიან დახეთქილი, გამოიყენეთ ბალზამი ცერამიდებით. ეს ქიმიკატები სუპერ-დამატენიანებელია.
დაიცავით ტუჩები მაკიაჟის ქვეშ
სანამ ტუჩებზე თქვენს საყვარელ ტუჩსაცხს წაისვამთ, მანამდე დაიტანიანეთ ტუჩები ბალზამით და შემდეგ წაისვით ტუჩსაცხი.
შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.