თუ გსურთ სრულყოფილი ბლინების დამზადება, აიღეთ მაიონეზი და დაიწყეთ.

4301
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

 

მაიონეზიანი ბლინები

ასეთი ბლინებს შეგიძლიათ დაურთოთ ჯემი, მურაბა ან თაფლი. თუკი თქვენ შაქარი არ გიყვართ, მასში შეგიძლიათ შეახვიოთ ხორცი, ხაჭო ან სულაც სოკო.

საჭირო ინგრედიენტებია:

ნახევარი ლიტრი თბილი წყალი

ცხრა სუფრის კოვზი ფქვილი

ორი სუფრის კოვზი მაიონეზი

ორი კვერცხი

ორი სუფრის კოვზი შაქარი

15 გრამი ვანილის შაქარი

ორი სუფრის კოვზი ზეთი

მწიკვი მარილი

Preparing batter for pancakes - eggs, flour, milk

მომზადების ინსტრუქცია:

1. კვერცხი, შაქარი, მარილი და ვანილის შაქარი ათქვიფეთ მაიონეზთან ერთად მიქსერით ან სათქვეფით.

2. მიღებულ ნარევს უნდა დაამატოთ თბილი წყალი და გაცრილი ფქვილი, შემდეგ კარგად აურიეთ ისე, რომ არ წარმოიქმნას კოშტები და შემდეგ ჩაუმატეთ ზეთი. ამის შემდეგ დააყენეთ ცომი 20 წუთის განმავლობაში.

3. ზეთიანი ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე.

4. ცომის ნაწილი უნდა გადაანაწილოთ თანაბრად მთელი ტაფის ზედაპირზე და ასე შეწვათ ბლინები 1-2 წუთით, ორივე მხრიდან. მთავარია რომ არ მიიყვანოთ დაწვამდე.

5. ამოიღეთ ტაფიდან თბილი ბლინები და გემრიელად მიირთვით სასურველ დანართთან ერთად.

ასეთი ხერხითა და მაიონეზის გამოყენებით დამზადებული ბლინები შეუდარებლად გემრიელია და ისინი მართლაც დაუვიწყარი გახდება თქვენთვის. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კრეატიული აზროვნებაც და დაამზადოთ ასეთი ბლინები შოკოლადით, დაამატეთ ცომში კაკაო, ან ზემოდან მოასხით სასურველი ტკბილეული.

frenis kompensacia
frenis kompensacia