ხალხური მეთოდები მათთვის ვინც ხვრინავს! ეს პრობლემა მეტჯერ აღარ შეგაწუხებთ!
სიყვარულს ყველაფერი შეუძლია. ის გადალახავს მთებს, გადაცურავს ზღვას და შეცვლის ცხოვრებას. არ არსებობს ისეთი რამ, რასაც სიყვარული ვერ გაუძლებს. გარდა ხვრინვისა…
იცოდით, რომ განქორწინების მიზეზებს შორის ხვრინვა მესამე ადგილასაა?
გარდა იმისა, რომ მხვრინავი ადამიანი ირგვლივ მყოფებს აწუხებს და არ აძინებს, ის ასევე რომელიმე დაავადების მანიშნებელი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, იტალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხვრინვა გონებრივ უნარებს ასუსტებს. ის ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს ქმნის.
ხალხური საშუალებები ხვრინვის საწინააღმდეგოდ
ჭინჭარი- 2 ჭიქა ადუღებულ წყალში 1 ჭიქა გამხმარი ჭინჭარი ჩაყარეთ. დაელოდეთ 10-15 წუთი. შემდეგ კი მიირთვით ძილის წინ.
თეთრ კომბოსტოს თუ ერთი თვე მიიღებთ, ხვრინვას სამუდამოდ დაივიწყებთ. კომბოსტო დაჭერით წვრილად და შეურიეთ თაფლს, ან 1 ჭიქა კომბოსტოს წვენში გახსენით 1 სუფრის კოვზი თაფლი. ეს საშუალება უნდა შეჭამოთ ან დალიოთ უშუალოდ ძილის წინ. შედეგს დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მიიღებთ.
ქაცვის ზეთი — ყოველდღე, დაძინებამდე 3 საათით ადრე ჩაიწვეთეთ ცხვირის ნესტოებში 2-3 წვეთი. ხვრინვისგან 2-3 კვირაში განიკურნებით.
პიტნის ექსტრაქტი — რეკომენდებულია ბალახეული ჩაის დალევა პიტნით, რომელიც დამამშვიდებლად მოქმედებს. ექსტრაქტში მენთოლის შემცველობა ფილტვებიდან ლორწოს გამოდევნის და ამცირებს სასუნთქი გზების ანთებას, აფართოებს კაპილარებს.
ასევე, გაითვალისწინეთ:
როცა თქვენ ზურგზე გძინავთ, ამ დროს ენის ნაწილი და რბილი სასა ეხახუნება ხახის შევიწროვებულ კედლებს. ეს კიდე იმ გამაღიზიანებელ ხმას წარმოქმნის, რასაც ჩვენ ხვრინვას ვეძახით. თუ თქვენ ერთ მხარეს დაწვებით, ეს დაეხმარება ხახას იყოს ღია. ხვრინვა შეწყდება.
ძილის წინ არასასურველია რძის პროდუქტების მიღება — მისგან ლორწოვანი გარსი ფართოვდება და სუნთქვა უფრო ჭირს.
არ მიიღოთ ალკოჰოლი და არ მოწიოთ თამბაქო უშუალოდ ძილის წინ, რადგან ისინი აღიზიანებს ცხვირ-ხახის ლორწოვან გარსს და ამით კიდევ უფრო ძლიერდება ხვრინვა.
შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.