რა სამკურნალო თვისებები აქვს იოდის ბადეს? ეს ინფორმაცია გამოგადგებათ

10100

რა სამკურნალო თვისებები აქვს იოდის ბადეს? ეს ინფორმაცია გამოგადგებათ

იოდის ბადე მრავალი დაავადების განკურნებაში გვეხმარება. მისი გაკეთება მარტივია, იაფიც გვიჯდება და თან – შედეგიც ეფექტურია. ამისთვის მხოლოდ იოდი და ბამბის ჩხირებია საჭირო.

იოდი ძირითადად გამოიყენება ჭრილობების, ნაკაწრების, ანთების, დაზიანებების, ორგანიზმში იოდის ნაკლებობის დროს.

იოდის ბადე ბაქტერიებს ერთმანეთისგან აცალკევებს და ასეთ მდგომარეობაში ისინი უფრო სწრაფად იხოცებიან. იოდი არა მარტო ხოცავს ბაქტერიებს, არამედ ის ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს — თუნდაც მიკროსკოპული დოზით. ის პირდაპირ აგებს პასუხს ჩვენი ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე. იოდი საკმარისი რაოდენობით უნდა იყოს ორსული ქალის ორგანიზმში, რათა ბავშვი ნორმალურად განვითარდეს.

იოდის ბადე ორგანიზმში იოდის დონის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. ამისთვის ჩაატარეთ ცდა: გაიკეთეთ იოდის ბადე ფეხის შიდა მხარეს, შემდეგ დააკვირდით — თუ ორგანიზმმა ბადე 4 საათზე ნაკლებ დროში შეიწოვა, ეს ნიშნავს, რომ სერიოზული პრობლემა გაქვთ; თუ ამას ხუთი და მეტი საათი მოუნდა, ორგანიზმს იოდის უკმარისობა აქვს და მისი კომპენსირებაა საჭირო. თუ ბადე 24 საათი არ შეიწოვა, ე.ი. იოდის ნორმალური შემცველობა გაქვთ.

იოდის მიღება საკვების მეშვეობით შეიძლება. მას შეიცავს ზღვის კომბოსტო, იოდირებული მარილი, თევზის ცხიმი და, ზოგადად, ზღვის პროდუქტები, ასევე კომბოსტო, ბანანი, ლიმონი, ყურძენი, ტკბილი წიწაკა.

იოდის ბადე ასევე შველის ხველებას, მაგრამ იოდით მკურნალობა მაშინ შეიძლება, თუ სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსს არ აღემატება. ბადე პირდაპირ ყელზე ან მკერდზე გაიკეთეთ, თუმცა, უცბად არა — შეამოწმეთ, რომ კანზე რაიმე ალერგიული რეაქცია არ გაჩნდეს (დაელოდეთ დაახლოებით 10-15 წუთი).

იოდის ბადე ეხმარება სურდოსაც — ცხვირზე წვრილი ბადე გაიკეთეთ.

გაციებისას ასევე შველის ბადის გაკეთება ფეხის კანჭსა და ტერფზე. გაფრთხილდით — იოდმა შეიძლება კანი დაწვას.

დაზიანებისას იოდის ბადე მაშინვე არ უნდა გაიკეთოთ — მხოლოდ 24 საათის შემდეგ, რაც დაზიანებულ ადგილზე დაიდებთ კომპრესს; როდესაც შეშუპება დაცხრება, შეგიძლიათ გაიკეთოთ იოდის ბადე.

იოდის ბადე ფართოდ გამოიყენება კისრის, ბეჭების, წელის ტკივილისას.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები