კვერცხის გამოყენების მეთოდები თავის მოვლისთვის, რომლებიც აქამდე არ იცოდით. იაფი და ეფექტური საშუალებაა

1556

კვერცხის გამოყენების მეთოდები თავის მოვლისთვის, რომლებიც აქამდე არ იცოდით. იაფი და ეფექტური საშუალებაა

კვერცხი ერთ-ერთი სასარგებლო პროდუქტია, რომლითაც შეგვიძლია მოვამზადოთ სახის და თმის შესანიშნავი ნიღბები. კვერცხის გული მასში შემავალი მიკრო- და მაკროელემენტების შემადგენლობის მხრივ, ალბათ მოიცავს მთელ მენდელეევის ცხრილს. ქათმის კვერცხის მნიშვნელობა შეუფსებელია როგორც კვებაში, ასევე კოსმეტოლოგიაში.

საშინაო კოსმეტიკაში, როგორც წესი, კვერცხის ცილას იყენებენ ცხიმიანი კანის მოვლისთვის, ხოლო გული იდეალურია ნორმალური და მშრალი კანისთვის. კვერცხის გული შეიძლება გამოვიყენოთ როგორც მარტო ასევე თაფლთან, თიხასთან, ლიმონთან და სხვა ინგრედიენტებთან. ამ ნიღბების გამოყენების შემდეგ მუწუკები, კანის გაღიზიანება, მწვავე ქავილი წარსულს ჩაბარდება. ნიღბების სისტმატური გამოყენება აუმჯობესებს სისხლის ნაკადს, აფერხებს კანის შეშუპებას. ასევე უნდა იცოდეთ რომ კვერცხის გულის ნიღაბს აქვს ლიფტინგის ეფექტი. მისი გამოყენების შემდეგ სახე გამოიყურება უფრო შერბილებულად, ჯანმრთელად და ელასტიურად.

გთავაზობთ რამოდენიმე რეცეფტს.

1.კვერცხის გული გათქვიფეთ და დაიტანეთ სახეზე, გაიჩერეთ 10-15, შემდეგ ჩამოიბანეთ.

2. კვერცხის გულს დაუმატეთ ერთი კოვზი თაფლი და რამდენიმე წვეთი ლიმონი. დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 15წთ.  ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

3. კვერცხი გათქვიფეთ, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, ერთი ჩაის კოვზი ვაშლის წვენი, ორი ჩაის კოვზი თაფლი. მიიღეთ ერთგვაროვანი მასა, დაასველეთ ბამბის დისკი და გადაისვით სახეზე.

4. კვერცხის გულს დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ლიმონი, ერთი ჩაის კოვზი არაჟანი. გაიჩერეთ 15-20 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ასევე გთავზობთ ეფექტურ ცილის ნიღაბს თმის მოვლისთვის. თუ თმა ცხიმიანია და სწრაფად ბინძურდება, ეს ნიღბები გამოგადგებათ:

  1. 1 კვერცის ცილა და 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ ერთმანეთს. ნიღაბი, გაიჩერეთ ნახევარი საათი და ჩამოიბანეთ.

2. ათქვეფილი კვერცხის ცილა შეურიეთ 1 სუფრის კოვზ კეფირს. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

3. გათქვიფეთ 2ც კვერცხი, დაუმატეთ 1-2სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, ერთი კოვზი კონიაკი, ერთი ჩაის კოვზი საფუარი. ნარევი გაათბეთ წყლის აბაზანაზე, წაისვით ძირებში და გაიჩერეთ 1-2 საათით, შიხვიეთ თავი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები