როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა 40 წლის შემდეგ. რჩევები ქალბატონებს!

1304

როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა 40 წლის შემდეგ. რჩევები ქალბატონებს!

ამ ასაკის ქალებში ესტროგენისა და პროგესტოგენის რაოდენობა თანდათან მცირდება. ეს ჰორმონები პასუხისმგებელნი არიან არა მხოლოდ ქალის რეპროდუქციულ ფუნქციაზე, არამედ კანისა და თმის მდგომარეობაზე, განწყობაზე და სხეულის ზოგად ტონუსზე. იმისათვის, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ და ენერგია შეინარჩუნოთ 40 წლის შემდეგ, უნდა დაიცვათ გარკვეული რეკომენდაციები.

  1. შეცვალეთ კვების რაციონი.

სასურველია, რომ კვების რაციონი შედგებოდეს სხვადასხვა ფერის ბოსტნეულის, ხილის, ლობიოს, ბურღულეულის და თევზისგან.

2. მოაწესრიგეთ ძილი.

სრულფასოვანი ძილი აუცილებელია სხეულის აღსადგენად, იგი პირდაპირ მოქმედებს კანის ხარისხზე.

3. ბევრი სიარული, სეირნობა და სპორტი.

40 წლის ზემოთ უკვე აუცილებელია ბევრი აქტივობა. ფიზიკური დატვირთვისას ადამიანი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, კარგავს წონას, იზრდება მისი კანის ელასტიურობა.

4. თმის მოვლა.

ამ ასაკში თმის ძირები სუსტდება და თხელდება. ეს ხდება ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობის შემცირებისა და სისხლის მიმოქცევის გაუარესების გამო. უამრავი სპეციალური ნიღაბი და შამპუნი არსებობს როგორც პროფესიონალურ, ასევე სააფთიაქო კოსმეტიკურ საშუალებებში რაც უნდა გამოიყნოთ. შამპუნის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მის შემადგენლობას: სასურველია, რომ იგი არ იყოს სულფატებისგან, რადგან მათ შეუძლიათ გააღიზიანონ კანი, გამოიწვიოს ქავილი და აქერცვლა.

5. დალიეთ ბევრი წყალი

ორმოცი წლის მერე მეტაბოლიზმი ნელდება და იმისთვის, რომ მისი მუშაობა ნორმალურ რეჟიმში გაგრძელდეს მნიშვნელოვანია ბევრი წყლის დალევა. გარდა ამისა წყალი თქვენს თირკმელებს, ტვინსა და ტანს ესაჭიროება. თუ დღეში 2 ლიტრის წყლის დალევა გიჭირთ, ეცადეთ ბევრი წყლის შემცველი ხილი და ბოსტნეული მიირთათ: ციტრუსები, პომიდორი, კენკრა, საზამთრო, კიტრი, მწვანილი, ბულგარული წიწაკა და ა.შ.

6. მკერდზე ზრუნვა

ყოველი მერვე ქალი მკერდის სიმსივნის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, ეს საშნელი სტატისტიკაა. ამიტომ 40 წლის შემდეგ რეგულარულად უნდა გაიაროთ კვლევები და შეასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ეს რისკის დონეს მნიშვნელოვანდ დაწევს.

7. ყურადღება მიაქციეთ კანს

აქ ამჯერად კოსმეტოლოგიას არ ვგულისხმობთ! 40 წლის შემდეგ თქვენი ლაქები და ხალები რეგულარულად, მაქსიმალურად უნდ აკონტროლოთ და მოერიდოთ მზის პირდაპირ სხივებს, არა მხოლოდ ზაფხულში არამედ წელიწადის სხვა დროებშიც!

frenis kompensacia
frenis kompensacia