სასარგებლო ჩვევები თქვენი ფიზიკური და შინაგანი ჯანმრთელობისთვის. არ დაიზაროთ და შედეგს აუცილებლად მიაღწევთ!

829

სასარგებლო ჩვევები თქვენი ფიზიკური და შინაგანი ჯანმრთელობისთვის. არ დაიზაროთ და შედეგს აუცილებლად მიაღწევთ!

ჩვენ ყველანი ვცდილობთ გამოვიყურებოდეთ საუკეთესოდ, ვიცხოვროთ უფრო დიდხანს, თუმცა ბევრი ჩვენგანისთვის რთულია რადიკალურად ცხოვრების წესის შეცვლა. ახლა შემოგთავაზებთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო რჩევებს:

1. მიიღეთ ცივი შხაპი.

ცივი შხაპი დღეში ერთხელ აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს მეტაბოლიზმს, ამკვრივებს ფორებს, აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ ძალების აღდგენას. ცივ შხაპს რომ მიეჩვიოთ, შეგიძლიათ ჯერ სცადოთ კონტრასტული შხაპი, ან ბოლო რამდენიმე წუთი დაასრულოთ დაბანა ცივი შხაპით.

2. მოაწყვეთ კვებითი განტვირთვის დღეები.

კვებითი განტვირთვისას ორგანიზმიდან გამოიდევნება ტოქსინები, იგი დაგეხმარებათ წონის დაკლებაშიც. იმდენად ეფექტურია დაბერების შენელებასაც კი უწყობს ხელს. თუ თქვენთვის გაუსაძლისია საჭმელზე ფიქრი 24 საათის განმავლობაში, სცადეთ 12:18, მეთოდი, უფრო მისაღები მიდგომა სწორი კვების.

3. ჭამეთ შავი შოკოლადი.

კვლევებმა აჩვენა რომ დღეში 45გრ შავი შოკოლადის მიღება ძალიან სასარგებლოა გულისთვის და ტვინისათვის.

4. სწორი სუნთქვა.

სუნთქვა არის ის, რასაც ბევრი ჩვენგანი თვლის უნარად, რომლის სწავლა საჭირო არ არის. მაგრამ ასე არაა. ღრმა დიაფრაგმული სუნთქვა დღეში მხოლოდ 5-10 წუთის განმავლობაში ხელს შეუწყობს არტერიული წნევის დაწევას, დაბერების პროცესის შენელებას, კონცენტრაციისა და ძილის ხარისხის გაუმჯობესებას.

5. გაიხეხეთ კბილები ქოქოსის ზეთით.

ქოქოსის ზეთი ძალიან პოპულარული გახდა თავისი სარგებლიანობიდან გამომდინარე. შესანიშნავი დამატენიანებელი და დამარბილებელი თვისებების გარდა, ქოქოსის ზეთი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც კბილის პასტა სუფთა სახით, ასევე შერეული სოდაში.ქოქოსის ზეთს აქვს ანტიბაქტერიული და მათეთრებელი თვისებები.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები