ფრჩხილის სოკოს პრობლემები და მკურნალობა ხალხური საშუალებებით
სოკოს დაავადება მთელი წლის განმავლობაში იჩენს თავს, თუმცა განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულში ხდება. ონიქომიკოზით ანუ ფრჩხილის სოკოთი ინფიცირების რისკი მაღალია საცურაო აუზებზე, სპორტდარბაზებში, პლაჟზე, საუნაში, აბანოსა და ზოგადად, იმ ადგილებში, სადაც მაღალი ტენიანობა და ტემპერატურაა და შიშველი ფეხით გიწევთ სიარული.
ამ დაავადების კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია გამომწვევი სოკოს სახეობაზე. იგი ძირითადად გასქელებული, გაყვითლებული და გაფხვიერებული ფრჩხილის ფირფიტის სახითაა წარმოდგენილი, თუმცა შესაძლოა ნორმალური სისქის, ან გათხელებული და დაშლილი ფირფიტაც იყოს, ყვითელი, შავი ან თეთრი ფერით.
სახლის პირობებში შეგვიძლია რამოდენიმე ხერხით ვუმკურნალოთ ფრჩხილებს.
1. ნოვოკაინში დაასველეთ ბამბა და დაიდეთ დაზიანებულ მონაკვეთზე.გაიჩერეთ მთელი ღამით.
2. სოკოს წინააღმდეგ ასევე ძალიან ეფექტურია მაგარი ყავა, მოხარშეთ, ჩაყავით ფრჩხილები. უმჯობესია ეს პროცედურა ღამე გააკეთოთ. სოკო რამდენიმე პროცედურაში გაქრება.
3. 70% ძმარი, დიმეთილფტალატი, გლიცერინი და ზეითუნის ზეთი აურიეთ პროპორციებით 2:1:1:1. ამ საცხით ფრჩხილები ყოველდღე უნდა დაიმუშაოთ. დაიტანეთ ბამბის ტამპონებით და გაიჩერეთ 8-10 საათი. ჩამოიბანეთ სარეცხის საპნით.
4. დანაყეთ ნიორი და მიღებული ფაფა დაიდეთ დაზიანებულ ფრჩხილებზე.უკეთესია, თუ მთელი ღამით გაიჩერებთ.შესაძლოა მსუბუქი წვა იგრძნოთ.მალე დაზიანებულ ფრჩხილს ახალი ჩაანაცვლებს.
5. სოდას დაასხით წყალი, ისე, რომ ფაფისმაგვარი მასა მიიღოთ.დაიდეთ ფრჩხილებზე და გაიჩერეთ 20 წთ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
6. 2 ს.კ. ვაშლის ძმარს დაუმატეთ 10 წვეთი ჩაის ხის ზეთი და დაჭყლეტილი ნივრის კბილი.წაისვით დღეში 2-3ჯერ.
7. თუ ჩაის ხის ზეთზე ალერგია არ გაქვთ, შეგიძლიათ უშუალოდ ფრჩხილებზე შეიზილოთ.მანამდე ფეხები თბილ წყალში ჩააწყვეთ, რომელშიც სარეცხის საპონს ჩაამატებთ.
8. ნატურალური იოგურტიც კარგი საშუალებაა. პრობიოტიკები, რომლებსაც იოგურტი შეიცავს, სოკოსთან ბრძოლის დროს ეფექტურ საშუალებად იქცევა. ფრჩხილებზე ცოტა იოგურტი წაისვით, დაელოდეთ სანამ მასა გაშრება და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამასთან, შეგიძლიათ რაციონში ეს ინგრედიენტი ჩართოთ და ის დილით და საღამოს მიირთვათ.
9. ლიმონის წვენი- ამ პროდუქტსაც აქვს ანტიბიოტიკის თვისებები და ამიტომ ის ხშირად გამოიყენება, როგორც ანტისოკოვანი საშუალება. რამდენიმე ლიმონის წვენში ხელები, ან ფეხები ჩადეთ, ან წვენი პირდაპირ ფრჩხილზე წაისვით.
ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობა დროს და მოთმინებას მოითხოვს. ჯანმრთელობას გისურვებთ!