მსხლის სასარგებლო თვისებები, რომლებზეც აქამდე არ გსმენიათ. ნამდვილი მკურნალი თქვენი ორგანიზმისთვის

1234

მსხლის სასარგებლო თვისებები, რომლებზეც აქამდე არ გსმენიათ. ნამდვილი მკურნალი თქვენი ორგანიზმისთვის

ძველ ჩინეთში მსხალი ხანგრძლივობის სიმბოლო იყო, რადგან მსხლის ხეები დიდხანს ცოცხლობენ. წინათ მოხარშული მსხალი სასარგებლოდ მიიჩნეოდა, ხოლო უმი – საწამლავად. უახლესმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს ხილი იმაზე გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე წარმოგვიდგენია. ის გაჯერებულია შაქრით, ორგანული მჟავებით, უჯრედისით, ფერმენტებით, B1, B2, C, P, PP ვიტამინებით, A პროვიტამინით, მიკროელემენტებით (მათ შორის – იოდით), ნახშირწყლებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსხალი ვაშლზე ტკბილი გვეჩვენება, თუმცა შაქარი მასში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ვაშლში.

ხალხური და ოფიციალური მედიცინა გვირჩევს, მსხალი ხშირად მივირთვათ, ოღონდ ვისწავლოთ მისი სწორად მოხმარება. მსხალი არ უნდა ვჭამოთ უზმოზე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაყოლოთ წყალი. არ არის სასურველი მისი ხორცთან ერთად და მარხვაში მიღება.

ახლა ამ საოცარი ხილის სასარგებლო თვისებები გავიცნოთ:

მსხალი ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე ლითონებისა და ტოქსინების გამოდევნას.

მსხლი შეიცავს უნიკალურ ეთერზეთებს, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ სხეულის დაცვა, გაუწიონ წინააღმდეგობა ინფექციურ დაავადებებს, აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და დეპრესიასთან ბრძოლაც კი.

მსხლის წვენი ძალიან სასარგებლოა კუჭის გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ. მსხლის რბილობს ორგანიზმი უფრო ადვილად იტანს ვიდრე ვაშლის რბილობს.

მსხლის მჟავე და ძალიან მწვავე ჯიშები აძლიერებს კუჭს და ღვიძლს, ასტიმულირებს მადას, მაგრამ სხეულისთვის მათი ათვისება უფრო რთულია.

ღვიძლის დაავადებების, ქოლეცისტიტის, გასტრიტის დროს, დილით ორი მსხალი მოერევა ტკივილს და გულძმარვას, გამორიცხავს ნაწლავის დისკომფორტს.

ორმოცი წლის შემდეგ, ექიმები ზოგადად გვირჩევენ მოვაწყოთ მსხლის დღეები. 1,5-2 კგ მსხალი მხოლოდ, დღის განმავლობაში.

ითვლება, რომ მსხლის მურაბა და გამომცხვარი მსხალი ეფექტურია ხველისას.

არაბული სამედიცინო წერილებიდან ჩანს, რომ მსხალი ხელს უწყობდა ფილტვის დაავადებების მკურნალობას.

მსხლის რბილობი შეიცავს ბევრ კალიუმის იონებს, რომელთა საკმარისი რაოდენობის გარეშე შეუძლებელია წარმოიდგინოთ გულისა და კუნთების ნორმალური ფუნქციონირება, რადგან კალიუმის იონები ორგანიზმში აგებენ უჯრედების რეგენერაციას. ასე რომ, რამდენიმე მსხალს ნამდვილად შეუძლია მოხსნას დაძაბული კუნთების ტკივილი.

გულის რითმის დარღვევებისას ასევე ძალიან სასარგებლოა მსხალი.

ის საგრძნობლად აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მისი შემცველი უჯრედისები კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ცოტას აღიზიანებს.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები