ამის მიღების შემდეგ ზამთარში აღარ იავადმყოფებ!
ზამთარში და ამინდის ცვლილების სეზონზე, მნიშვნელოვანია იმუნიტეტის გაძლიერება. ამისათვის აბების მიღება არც თუ ისე სასურველია ხოლმე, თანაც, არ იცი, გაძლიერდება ამით ის თუ პირიქით, დასუსტდება…
ჩვენ გირჩევთ გამოცდილ ხერხს – ხალხურ მედიცინას. ეს ორი რეცეპტი, რომელიც თქვენთვის მოვიძიეთ, დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებაში ზამთრის ცივ დღეებში როგორც პატარებს, ისე უფროსებსაც.
1. ½ ჭიქა ქიშმიში, 1 ჭიქა ნიგოზი, ½ ჭიქა ნუში და 2 ცალი ლიმონის კანი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარე; თავად ლიმონი ჩააწურე მამ მასაში. დაუმატე 150 გრამი თაფლი, ½ ჭიქა გარგარის ჭირი და ამდენიმე შავი ქლიავი. შეინახე მიღებული მასა 1–2 დღის ბნელ ადგილას, შემდეგ კი– მაცივარში. უფროსებმა უნდა მიიღონ 1–2 სუფრის კოვზი 3–ჯერ დღეში, ბავშვებმა კი– 1 ჩაის კოვზი 2–ჯერ დღეში.
2. დაგჭირდება 200 გრ. გარგარის ჩირი, 200 გრ. შავი ქლიავის და 200 გრ. ლეღვის ჩირი, 200 გრ. ნიგოზი, 200 გრ. ქიშმიში. 200 გრ. თაფლი, 1 ლიმონი, 50 მლ. კონიაკი. ჩირი და ლიმონი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარე და დაუმატე თაფლი და კონიაკი. შეინახე მასა მაცივარში და მიიღე ჭამამდე 1 სუფრის კოვზი.
ეს მეთოდები დაგეხმარება იმუნიტეტის გამყარებაში. გააკეთე ხოლმე ისინი და დაივიწყე ზამთარში ავადმყოფობა. აუცილებლად მიაღებინე ის ახლობლებსაც– ამით მათ ჯანმრთელობაზე იზრუნებ. გაუზიარე ეს პოსტი მეგობრებსაც!
შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.